ოიანა-ბუიანა
ოიანა-ბუიანა, ბენია, XVIII საუკუნის ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრის პოპულარული ბერიკა—მსახიობი. წარმოშობით ბოდბისხეველი. ერთხანს ანტონ კათალიკოსის სკოლაშიც სწავლობდა. იცოდა აღმოსავლური ენები. იყო ერეკლე მეფის სასახლის კარის ბერიკა, აქ მიჩნეული ჰქონდა საოხუნჯო ანუ საკომედიო დარბაზი. ოიანა-ბუიანისთვის დამახასიათებელი იყო მოსწრებული სიტყვა, მოქნილი სხეული, მეტყველი ჟესტი. იყო თავისი ქვეყნის პატრიოტი. გადმოცემით, გმირულად იბრძოდა სპარსელებთან ომში. პოეტმა იოსებ მჭედლიშვილმა კოტე მარჯანიშვილის რჩევით დაწერა პიესა „ოიანა-ბუიანა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 506.
- ჭიჭინაძე ზ., ბენია ქართველთ მეფეების ხუმარა, ტფ., 1898.
- Джанелидзе Д. С., Грузинский театр с древнейших времен до второй половины XIX века, Тб., 1959, с. 318-319.