იოსებ მჭედლიშვილი

იოსებ (სოსო) მჭედლიშვილი (დ. 20 მაისი, 1953, თბილისი) – ქართველი კინოდრამატურგი და მწერალი.

იოსებ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1953 (1953-05-20) (71 წლის)
თბილისი
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა კინოდრამატურგი
ოსკარი პიესას "მუზეუმის მცველი" მიენიჭა ჟიურის სპეცპრიზი – 2006 წ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოსებ მჭედლიშვილი დაიბადა 1953 წლის 20 მაისს თბილისში.

განათლება

რედაქტირება
  • 1997 ბურგონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი). დიპლომი კულტურის პოლიტიკისა და ხელოვნების მენეჯმენტის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განხრით. სადიპლომო ნამუშევარი: "ტელეარხი ARTE-ს "თემატური საღამოების" შინაარსი და მაყურებელთა დაინტერესება-დასწრების შედარებითი ანალიზი საფრანგეთსა და გერმანიაში."
  • 1986 – "ვგიკი" კინემატოგრაფიის საკავშირო სახ. ინსტიტუტი, მოსკოვი. (რუსეთი). დიპლომი კინოდრამატურგიაში. სპეციალობა: კინოსა და ტელევიზიის ლიტთანამშრომელი; კინოდრამატურგი.
  • 1975 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დიპლომი ფიზიკაში. სპეციალობა: თეორიული ფიზიკა.

კვალიფიკაციის ამაღლება

რედაქტირება
  • 1996-1997 კულტურის პოლიტიკის დარგში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების, იუნესკოს საფრანგეთის კომისიის ერთობლივ Formation Internationale Culture-ში. პარიზი (საფრანგეთი),.
  • 1997 ARTE, ფრანგულ-გერმანული ტელეარხი; სტაჟირება თემატური გადაცემის "თჰემა-ს" რედაქციაში. სტრასბურგი (საფრანგეთი).
  • 1979-1981 სტაჟირება მეცნიერების პროგნოზირების განყ-ში სსრკ მეცნ. აკადემიის ეკონომიკური მათემატიკის ცენტრალურ ინსტ-ში (ЦЭМИ АН СССР) მოსკოვი.

პროფესიული გამოცდილება

რედაქტირება
  • 1992- დღემდე: ლექტორი დრამატურგიაში; ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის მედიის, ტელეხელოვნებისა და რეკლამის უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი, თბილისი.
  • 1996-1997 საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში.
  • 1991-1993 ლექტორი კინოდრამატურგიაში, ხელოვნების აკადემია, თბილისი.
  • 1989-1992 ლექტორი კინოდრამატურგიაში, თბილისის თეატრისა და კინოს სახ. ინსტიტუტი.
  • 1987-1992 ლექტორი კინოდრამატურგიაში, თბილისის სახ. უნივერსიტეტი.
  • 2002-2004 რეგისტრირებული კავშირი "სახიერი საქართველოს" პრეზიდენტი

რეალიზებული სცენარები და ფილმები

რედაქტირება
  • 1982 "ერთი დღის ქრონიკა" - დოკუმენტური; სცენარის თანაავტორი და რეჟისორი. კომსომოლსკი-ამურზე (რუსეთი) სატელევიზიო სტუდია.
  • 1985 "გალია" - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული; მოსკოვი. სცენარი
  • 1990 "თემო ჯაფარიძე: ლოცვები" - დოკუმენტური; თბილისი. "საქტელეფილმი". სცენარი
  • 1991 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად რეფერენდუმზე ცსკ-ს ოფიციალური სარეკლამო კლიპების ავტორი და თანარეჟისორი.
  • 1991 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზვიად გამსახურდიას სარეკლამო კლიპის ავტორი და თანარეჟისორი.
  • 1993 "ბედის მძევალნი" - დოკუმენტური; თბილისი. "საქტელეფილმი". სცენარის ავტორი და თანარეჟისორი;
  • 1999–2000 "წვრილ ვარსკვლავთა ღამე" – სატელევიზიო სერიალი. "საქტელერადიო". (სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია; რეჟისორები: ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია;
  • 2002 "ოპერები" – სატელევიზიო სერიალი შსს-ს დაკვეთით; პროექტისა და სცენარის თანაავტორი, პროდიუსერი.
  • 1999 "კარნავალიადა, ანუ ძალაუფლების კდემის მომგვრელი ღიმილი"
  • 2000 "ღია კარს მიღმა"
  • 2001 "მწუხრის ჟამს, სამოთხეში"
  • 2002 "ზონაზე" კობა ცხაკაიასთან თანაავტორობით;
  • 2004 "მუზეუმის მცველი"
  • 2006 თეატრალურ პიესას "მუზეუმის მცველი" მიენიჭა ჟიურის სპეცპრიზი ლიტერატურული პორტალის, "ლიტკონკურსის" „სამუზეუმო თეატრისთვის“ ჩატარებულ კონკურსში.
  • 2006 მოთხრობას "ინტერმეცო" (რუსულად) მიენიჭა პრიზი ჟურნალ “სენატორის” (რუსეთი) მიერ გამართულ სალიტერატურო კონკურსში, რომელიც მიეძღვნა სამამულო ომის დასრულების მე-60 წლისთავს.
  • 2002 ტელესერიალის პროექტს "ბურდო" მიენიჭა პირველი პრიზი ტელეარხი "მე-9 არხის" მიერ გამართულ კონკურსში (თბილისი).
  • 1998 მხატვრული ფილმის სცენარს „ელისეს მინდვრები“ (ქართულად) მიენიჭა პრიზი სტუდია „ადამ და ევას“ მიერ გამართულ კონკურსში (თბილისი).
  • 1997 მხატვრული ფილმის სცენარს „ელისეს მინდვრები“ (რუსულად) მიენიჭა პრიზი ჟურნალ "კინოსცენარიი"-ს მიერ გამართულ კონკურსში (მოსკოვი).
  • 1984 მხატვრული ფილმის სცენარს "ჩემი მეგობარი სამსონი" (რუსულად) მიენიჭა პრიზი ცენტრალური სასცენარო სტუდიის მიერ გამართულ კონკურსში (მოსკოვი).

გამოქვეყნებული წიგნები

რედაქტირება
  • 1998 "კომედია დრამატურგიაში" – პირველი ქართული დამხმარე სახელმძღვანელო დრამატურგიაში (ქართულად) გამომც. "ნეკერი", 1998. თბილისი.
  • 2002, 2006 თეატრალური პიესა "ზონაზე"; კობა ცხაკაიასთან თანაავტორობით, გამომცემლობა "საარი", 2002, 2006. სალიტერატურო პრემია "საბა"-ს ნომინანტი 2003 – ISBN 99928-39-57-0
  • 2004 რომანი "ბაღდადელი ქურდები" კობა ცხაკაიასთან თანაავტორობით (ფსევდონიმი "პაპუნა უდელი").

წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და რუსულენოვან ჟურნალებთან და გაზეთებთან. არის კულტურისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი.

ქართული, რუსული (ბილინგვა), ფრანგული, ინგლისური, გერმანული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება