ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიღაბი (მრავალმნიშვნელოვანი).

თეატრალური ნიღაბი, სახეზე ასაფარებელი ან თავზე ჩამოსაცმელი გამოსახულება ადამიანის პირისახისა, ცხოველის, ფრინველის ან მითოლოგიურ არსებათა თავ-პირისა. ამზადებენ ქაღალდისაგან, პაპიემაშესაგან, ტყავისა და სხვა მასალისაგან. იყენებენ შრომით საქმიანობასთან, ცხოველთა და მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებულ უძველეს წეს-ჩვეულებებში. მოგვიანებით შეიჭრა თეატრში, როგორც მსახიობის გრიმის ელემენტი. ნიღაბი წარმოადგენდა ბერძნულ-რომაული თეატრის აქსესუარს. ნიღაბს ატარებდა იტალიურ კომედია დელ არტეს კომიკურ პერსონაჟთა უმეტესობა. მან დიდი გავრცელება პოვა აზიის ხალხთა თეატრებში. ნიღაბი ქართულ ხალხურ იმპროვიზაციული თეატრის ბერიკაობის ძირითადი ატრიბუტი იყო. მას საქართველოში ხისგან, ტყავისგან, მწარე ბლის კანისაგან, გოგრისა და სხვა მასალისაგან ამზადებდნენ. არსებობს ბერიკული ნიღაბი კოსტიუმი, ტყავის ქუდ- ნიღაბი, ხელში დასაჭერი ან თითებზე ჩამოსაცმელი ნიღაბი ზოგჯერ ყეენობაშიც იყენებდნენ. ნიღაბს ამჟამად იშვიათად იყენებს „ცოცხალი თეატრი“, სამაგარიეროდ მან ფართო ადგილი დაიკავა თოჯინების თეატრში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცუცქირიძე შ., ქსე, ტ. 7, გვ.451-452, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიღაბი_(თეატრი)“-დან