ოთხ-ხუთი ლექსი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ოთხ-ხუთი ლექსი}} |
ოთხ-ხუთი ლექსი, ქართული ლექსის სახეობა. შედგება ოთხტაეპიანი ხუთი სტროფისაგან (აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც). თითოეული სტროფის პირველი სამი ტაეპი ათმარცვლიანია და საერთო რითმაზეა აგებული, მეოთხე — ცამეტმარცვლიანი რეფრენი — უცვლელად მეორდება ხუთსავე სტროფში. ამასთან, თითოეული სტროფის პირველ ტაეპს აქვს იმავე სტროფის გარეგან რითმასთან საერთო შინაგანი რითმა. ოთხ-ხუთი ლექსი, რომელსაც „უცხოსაც“ (საუცხოოს, კარგის მნიშვნელობით) უწოდებენ, შემოიღო სულხან-საბა ორბელიანმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., ნარკვევვები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 506.