ოთხთავი (H-1741) — XI საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია იერუსალიმში, გეთსამანიის მონასტერში (ეკლესიაში) 1048 წელს. ხელნაწერი სამონასტრო დანიშნულებისა იყო. გადამწერია მწირი მიქაელი, მცხეთელი; მომგებელი — პალავრელი ხუცესი სტეფანე.

ოთხთავის გვერდი ტამპლიერთა ორდენის წევრთა მოსახსენებელი წარწერებით

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 243 ფურცელს, რომელთა ზომებია 22X16,5 სანტიმეტრი. ნაწერია ნუსხური დამწერლობით, ყავისფერი მელნით; სათაურები და დასაწყისები შესრულებულია სინგურით. ხელნაწერის ბოლო ნაწილი პალიმფსესტია. წიგნს თან ერთვის XII საუკუნეში მხედრულად შესრულებული ჯვაროსნების, ტამპლიერთა ორდენის წევრების მოსახსენებელი წარწერები.

ოთხთავის ეს ხელნაწერი დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-1741).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 71