ოთარ ხინიკაძე

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ოთარ ხინიკაძე (დ. 16 დეკემბერი, 1956, ქობულეთი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი (2008).

ოთარ ხინიკაძე
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1956 (1956-12-16) (67 წლის)
დაბადების ადგილი ქობულეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართალი. 1984–1985 წლებში ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის ეკონომისტი. 1985–1986 წლებში საქართველოს კპ-ის ქობულეთის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი. 1986–1988 წლებში ხუცუბნის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი. 1988–1990 წლებში საქართველოს კპ-ის ქობულეთის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი. 1990–1993 წლებში საქართველოს საკაბელო ტელევიზიის ქობულეთის ფილიალის მთავარი ბუღალტერი. 1993–1998 წლებში იუო ბათუმის ხორცკომბინატის მთავარი ეკონომისტი. 1998–2001 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ეკონომიკისა და საფინანსო–საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2001–2003 წლებში ბათუმის საზღვაო–სავაჭრო ნავსადგურის ინჟინერ–ანალიტიკოსი. 2002–2007 წლებში სააქციო საზოგადოება „საქქალაქმშენპროექტის“ ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი. 2008 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებელი.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქობულეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება