ოთარ ღუდუშაურის ქუჩა
ოთარ ღუდუშაურის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); გურამ ასათიანის I შესახვევიდან რევაზ ინანიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად ძმობის ქუჩა ერქვა. სახელი დაერქვა სხვადასხვა ეროვნების მუშათა ერთობის აღსანიშნავად. 1938 წელს ეწოდა ვალენტინა გრიზოდუბოვას, ხოლო 1993 წელს მიენიჭა ოთარ ღუდუშაურის სახელი. თბილისის 1934 წელს გეგმაზე ქუჩის მონაკვეთი, მიხეილ მესხის II შესახვევიდან გურამ ასათიანის I შესახვევამდე, დატანილია როგორც მორის შესახვევი.
ოთარ ღუდუშაურის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
უბანი | ნაძალადევი |
წინა სახელები | ძმობის ქუჩა, ვალენტინა გრიზოდუბოვას ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 182, ISBN 978-99928-20-35-3.