ოთარ კახიძე
ოთარ (ოთო) კახიძე (დ. 7 ივლისი, 1983) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.
ოთარ კახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ივლისი, 1983 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თსუ |
პარტია | ევროპული საქართველო |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოთარ კახიძე დაიბადა 1983 წლის 7 ივლისს. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 2005-2009 წლებში იყო „საიას“ პროექტის ასისტენტი და საპარლამენტო მდივანი. 2009-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ამ პერიოდში იგი იყო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2013 წელს ლექციებს კითხულობდა „თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში“. 2013-2016 წლებში იყო კომპანია „ბიჯიაი ლეგალის“ დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2016-2017 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2017-2020 წლებში „ევროპული საქართველოს“ მანდატით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოთარ კახიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ კახიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)