ოთარ ზენაიშვილი
ოთარ ზენაიშვილი (დ. 18 ივლისი, 1924, ქუთაისი — გ. 25 იანვარი, 2017) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენური ფაკულტეტი.
იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო სამალარიო სადგურის გამგე 1946–1949 წლებში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამალარიო ჯგუფის ექიმ–ინსპექტორი, მალარიოლოგი იყო 1950 წელს. 1952 წელს კი ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი 1953 წელს და 1961 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 144 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის, მონოგრაფიების. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა "თერაპიული ცნობარის" (1984) და "საოჯახო მედიცინის" (1994) გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. 1994 წლიდან არჩეულია პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს "საპატიო სიგელი" 1984 წელს. საკანდიდატო დისერტაციის თემა აქვს დაცული -"ანკილო სტომილოზიისა და ზოგიერთი სხვა ჰელმინთოთოზის ოთხქლორიანი ნახშირბადით მკურნალობის საკითხისათვის", 1955 წელს და სადოქტორო დისერტაციის თემა -"ჰემოკოოაგულაციური დარღვევების პათოგენეზური მექანიზმი ანკილოსტომიდოზისა და ფასციოლოზის დროს", 1971 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 1991 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 110