ოთარ ზაქარიას ძე დუდაური (დ. 23 სექტემბერი, 1932, დუშეთი) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2003).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1955). იმავე წლიდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. ასვე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

დუდაურის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული მეზოზოური და კაინოზოური ინტრუზიული მაგმური წარმონაქმნების პეტროლოგიური თავისებურებების შესწავლა და მათი დათარიღება იზოტოპური გეოქრონოლოგიის მეთოდებით. მონაწილეობდა საერთაშორისო გეოქრონოლოგიურ ექსპედიციებში მონღოლეთსა (1986) და რუმინეთში (1989), ხელმძღვანელობდა 1988 წელს აფხაზეთში მოწყობილ საერთაშორისო გეოქრონოლოგიურ ექსპედიციას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება