სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

ოთარ შოთას ძე გიორგაძე (დ. 19 თებერვალი, 1931, ქუთაისი — გ. 8 იანვარი, 2007, ბათუმი) — ქართველი პედაგოგი; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა (1998) და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2001).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1964 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიკური ინსტიტუტის (ახლანდ. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რუსული ენისა და ლიტერატრის ფაკულტეტი, 1973 წელს — ლენინგრადის კულტურის უმაღლესი სკოლა. 1949 წლიდან მუშაობდა ხულოსა და ბათუმის სკოლების მასწავლებლად, აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ თანამდებობაზე განათლების, კულტურის, სპორტის ორგანიზაციებში. 1993–2007 წლებში იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება