ოთარ აბესაძე (ეკონომისტი)
ოთარ აბესაძე (დ. 8 ივნისი, 1989, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.
ოთარ აბესაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 ივნისი, 1989 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია |
ეკონომისტი ეკონომიკის დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოთარ აბესაძე დაიბადა 1989 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხური ეკონომიკის მიმართულებით. 2015 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი, თემა: „ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის სტატისტიკური ანალიზი“.[1] იგი არის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2014 წლიდან დღემდე), საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (2019 წლიდან დღემდე), კავკასიის უნივერსიტეტში (2018 წლიდან დღემდე). ამავე დროს ოთარ აბესაძე არის ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი. რიგის ტექნიკური უნივეტსიტეტის მიწვეული ლექტორი.[2]
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირება2016-2017 წლებში იყო თბილისის მერის წარმომადგენელი საკრებულოში და თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2013-2016 წლებში მუშაობდა განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად. 2013 წელს იყო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.[3][4]
პოლიტიკიდან წასვლა
რედაქტირება2017 წლის 11 ივლისს დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით.[5] 6 თვიანი პატიმრობის[6] შემდეგ დატოვა საპატიმრო დაწესებულება. სასამართლო პროცესები გაგრძელდა 2 წელი და საბოლოო ჯამში 2019 წლის 10 აგვისტოს ქრთამის აღება არ დაუდასტურდა. საბრალდებო მუხლი გადაკვალიფიცირდა იურიდიულად ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რაც გულისხმობს „არამართლზომიერ ზეგავლენის მოხდენას“.[7]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაოთარ აბესაძე არის 32-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ორი მონოგრაფიის და ერთი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.
მონოგრაფიები:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ “თაიმერის” შაბათის სტუმარია ოთო აბესაძე. www.timer.ge. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.
- ↑ ციხეში შექმნილი ოჯახი და მზადება ახალი სიცოცხლის შესახვედრად. www.alia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-10. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.
- ↑ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ოთარ აბესაძე დაინიშნა. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.
- ↑ ოთარ აბესაძე: 2 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამემტკიცებინა, არ ვარ მექრთამე. ipress.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-09. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.
- ↑ ოთარ აბესაძე დააკავეს. www.kvirispalitra.ge. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.
- ↑ Court leaves City Hall employee charged for bribery in custody. www.messenger.com.ge. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.
- ↑ ოთარ აბესაძეს ბრალი შეუმსუბუქეს. akhalitaoba.ge. ციტირების თარიღი: 28 ნომბერი, 2020.