ოდო

ვარსკვლავური გზის პერსონაჟი

ოდო (ინგლ. Odo) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9.

ოდო
სქესი მამრობითი
საქმიანობა დაცვის უფროსი კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9
წოდება კონსტებლი
თანამდებობა კოსმოსურ სადგურის დაცვის უფროსი
ოჯახი მეუღლე ლუაქსანა ტროი
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
მსახიობი რენე აბერჯენო
IMDB IMDb პროფილი

ოდო არის დაცვის უფროსი კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოდო არის მეტამორფი (ცვალებადი). იგი აღმოაჩინეს 2337 წელს. ოდო მსახურობსა დაცვის უფროსად სადგურზე ტეროკ ნორი (მოგვიანებით ღრმა კოსმოსი 9). ის თავისი რასის მიერ გაგზავნის იქნა გალაქტიკის შესასწავლად. 2356 წელს იგი გადაიყვანეს ბაჯორის სამეცნიერო ცენტრში, სადაც მას იკვლევდა დოქტორი მოლა პოლი.

სახელი ოდო წარმოდგება კარდასიანული სიტყვიდან Odo’ital — არაფერი (არასწორი თარგმანი წარწერისა „უცნობი ნიმუში“).

მას შემდეგ რაც სადგური გადავიდა ფედერაციის მმართველობაში, ოდო დარჩა და აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლებში ფედერაციის მხარეზე.

ოდოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა. მას სჭირდება რეგენერეცია ყოველ 16 საათში ერთხელ. კარგა ხნის მანძილზე იგი ითვლებოდა საკუთარი რასის ერთადერთ წარმომადგენლად ალფა კვადრანტში. მოგვიანებით გაირკვა რომ მისი რასა წარმოადგენს გამა კვადრანტში არსებული იმპერიის — დომინიონის მმართველ ძალას. როცა ფედერაციასა და დომინიუონს შორის იწყება ომი ოდო იბრძვის ფედერაციის მხარეს. იგი აღმოჩნდება ისტორიაში პირველი მეტამორფი, რომელმაც მოკლა თავისი რასის წარმომადგენელი (თავდაცვის მიზნით), რისთვისაც იგი დასაჯეს და წაართვეს გარდაქმნის უნარი. იგი რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდა ადამიანის გარეგნობით. მიუხედავად ამისა იგი მთელი ომის მანძილზე რჩება ფედერაციისა და ბაჯორის ერთგული.

წლების მანძილზე ოდოსა და კვარკს შორის არის მუდმივი დაპირისპირება. ოდო მუდმივად აკონტროლებს კვარკს რომელიც სულ ცდილობს კონტრაბანდის გადატანას თუ სხვა უკანონო საქმიანობების განხორციელებას. მიუხედავად ამისა დროთა განმავლობაში ისინი საკმაო პატივისცემით განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ. ბოლო სერიაში ოდო აღიარებს რომ თვლის კვარკს მეგობრად.

 
ოდო და კირა ნერისი

2372 წელს ოდო დაქორწინდა ლუაქსანა ტროიზე, რომელიც ახალი განქორწინებული და ორსული იყო, რათა მისთვის არ წაერთმიატ შვილი. ქორწილის შემდეგ ლუაქსანა დაბრუნდა ბეტაზედზე.

ოდოს აკავშირებდა რომანტიკული ურთიერთობები კირა ნერისთან. ოდოს წლების მანძილზე უყვარდა ნერისი, თუმცა თავდაპირველად იგი ვერ ამჩნევდა ამას . შემდგომ ისინი ხვდებოდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოდო&oldid=4456782“-დან