ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება

აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაცია

ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება (შემოკლებით — ოდიუბონი; ინგლ. National Audubon Society) — არაკომერციული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. მდებარეობს შეერთებულ შტატებში. დაარსდა 1905 (თავდაპირველად — 1896 წელს, როგორც „მასაჩუსეტსის ოდიუბონის საზოგადოება“)[1] წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს მსგავსი ტიპის ორგანიზაციას. საკუთარი ბუნებისდაცვითი მისიის შესასრულებლად იყენებს მეცნიერებას, განათლებასა და საზოგადოებრივ პროპაგანდას. სახელი ეწოდა ამერიკელი ნატურალისტის, ჯონ ჯეიმზ ოდიუბონის პატივსაცემად.[2]

ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება
ინგლ. National Audubon Society
შეიქმნა 1905
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია
მიზანი ფრინველების, ზოგადად ბუნებისა და ჯანსაღი ეკოსისტემების დაცვა
შტაბ-ბინა მანჰეტენი, ნიუ-იორკი
მდებარეობა 40°43′45″ ჩ. გ. 74°00′19″ დ. გ. / 40.72917° ჩ. გ. 74.00528° დ. გ. / 40.72917; -74.00528
ემსახურება რეგიონს აშშ-ის დროშა აშშ
პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი დეივიდ იარნოლდი
მთავარი ორგანო დირექტორთა საბჭო
ატარებს სახელს ჯონ ჯეიმზ ოდიუბონი
ქვეყანა აშშ
audubon.org

საზოგადოებას აქვს 500-მდე ადგილობრივი განყოფილებას, რომლებიც დამოუკიდებელ 501(c)(3) ტიპის არაკომერციულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ისინი ნებაყოფლობით არიან დაკავშირებულები ოდიუბონის ეროვნულ საზოგადოებასთან. ხშირად აწყობენ მოგზაურობებს ფრინველებზე დასაკვირველბლად და ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. კოორდინაციას უწევს აშშ-ში ყოველი წლის დეკემბერში ჩატარებულ ფრინველთა საშობაო აღრიცხვას (სამოქალაქო მეცნიერების ნიმუში) კორნელის ორნითოლოგიის ლაბორატორიასთან პარტნიორობით და უკანა ეზოების ფრინველთა დიდ აღრიცხვას ყოველი წლის თებერვალში. კორნელთან ერთად შექმნა eBird, ონლაინ მონაცემთა ბაზა ფრინველებზე დაკვირვებისათვის. ოდიუბონის საზოგადოებას ჰყავს მრავალი გლობალური პარტნიორი ორგანიზაცია, რათა დაეხმაროს ფრინველებს, რომლებიც აშშ-ის საზღვრებს გარეთ მიგრირებენ; მაგ., ბრიტანული BirdLife International, კანადური Birds Canada, American Bird Conservancy და სხვა მრავალი პარტნიორი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.[3] ოდიუბონის საერთაშორისო ალიანსების პროგრამა (IAP) აერთიანებს ადამიანებს დასავლეთ ნახევარსფეროდან, მისი მიზანია ერთობლივი მუშაობა ბუნებისდაცვითი გადაწყვეტილებების მისაღებად ფრინველთა მნიშვნელოვან ტერიტორიებზე (IBA).

კვარტალურად გამოიცემა საზოგადოების ჟურნალი Audubon.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. History of Audubon and Science-based Bird Conservation. audubon.org. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  2. Чернов Ю. И. ОДЮБОН // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 718.
  3. International, BirdLife. ABC joins the flock!. birdlife.org. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2020.
  4. Past Issues. audubon.org. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.