ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი (უკრ. Оде́ський націона́льний академі́чний теа́тр о́пери та бале́ту) — უძველესი თეატრი ოდესაში, უკრაინა; პოტიომკინის საფეხურებთან ერთად ყველაზე განთქმული ნაგებობაა ქალაქში.

ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი
უკრ. Одеський театр опери та балету
მდებარეობა ოდესა, უკრაინა
არქიტექტორი ფერდინანდ ფელნერი, ჰერმან ჰელმერი
ტიპი თეატრი
გახსნის თარიღი 1810

პირველი ოპერის თეატრი გაიხსნა 1810 წელს, თუმცა 1873 წელს შენობა ხანძარმა გაანადგურა. თანამედროვე ნაგებობა ბაროკოს სტილში არქიტექტორებმა ფელნერმ და ჰელმერმა ააგეს 1887 წელს. შენობის ფოიე როკოკოს სტილშია გაფორმებული. შენობის უნიკალური აკუსტიკა სცენაზე ჩურჩულის გაგონების საშუალებას იძლევა დარბაზის ნებისმიერ კუთხეში. თეატრს რემონტი ბოლოს 2007 წელს ჩაუტარდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება