ოგასავარის კუნძულები

(გადამისამართდა გვერდიდან ოგასავარას კუნძულები)

ოგასავარის კუნძულები, აგრეთვე ცნობილი როგორც ბონინის კუნძულები — ოცდაათზე მეტი კუნძულისგან შემდგარი კუნძულთა სამი ჯგუფი იაპონიის შემადგენლობაში. მათი მთლიანი ფართობი 7 393 ჰა-ს შეადგენს. გამოირჩევიან ლანდშაფტის მრავალფეროვნებითა და მდიდარი ფაუნით, რომელიც შეიცავს ბონინის მფრინავ მელას — ერთ-ერთ ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფ ღამურას; ასევე 195 სახეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველს. კუნძულებზე აღნუსხულია 441 სახეობის ადგილობრივი მცენარე. მათ შემოგარენ წყლებში გავრცელებული არიან ვეშაპისებრნი, მრავალი სახეობის თევზები და მარჯნის პოლიპები. ოგასარავას კუნძულების ეკოსისტემა ირეკლავს ევოლუციური პროცესების გავრცელების არეალს, რომელიც წარმოდგენილია ენდემური მცენარეების გვერდით არსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ აზიის მცენარეულობით.

ოგასავარის კუნძულები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1362
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1362
ინგლ.რუს.ფრ.

2011 წლის 24 ივნისს, ოგასავარის კუნძულები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება