ნუცა კობახიძე
ნუცა კობახიძე (დ. 29 იანვარი, 1981) — ქართველი მკვლევარი, პედაგოგი და სოციოლოგი. დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მაგისტრატურა და ჰონკონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტურა. მუშაობდა საჯარო სკოლაში მასწავლებლად, განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მას ეკუთვნის არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია. ნუცა კობახიძე არის ჰონკონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და განათლების პოლიტიკის მკვლევარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი, რადიო „თავისუფლების“ პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე, თბ., 2018, გვ. 206