ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია
ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი — IX- X სს. ეკლესია ნუნისში. ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785 წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ. IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია. ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ნუნისი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მარგვეთისა და უბისის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
ხუროთმოძღვრული სტილი | სამნავიანი ბაზილიკა |
თარიღდება | IX-X საუკუნეების მიჯნა |
ტაძარი
რედაქტირებაგიორგი ბოჭორიძემ XIX ს. 30-იან წლებში იმოგზაურა ზემო იმერეთში და მოგვცა ტაძრის აღწერილობა. ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 34 (საკურთხევლის კედლამდე), 24X14 არშინი (დაახლ). მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და და სავ ლე თით. სარკმელი აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 3, დასავლეთით 2. ჩრდილოეთით 3 თაღი დაბჯენილი აქვს ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე. სა კურთხეველს გარშემო შემორიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე).
ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს გვერდის ნავების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 21/2 არშინით მაღლა არის აწეული. გუმბათის ნაწილი მე-17 არშინის შემდეგ იწყება და მოიცავს 11 არშინს, შემდეგ 6 არშინი საკურთხევლის ნაწილისა არის (17.11.6,34).
ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახლებიათ 1900-იან წლებში. საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და განახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა. განსაკუთრებით კანკელთან, გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავ ში).
ეკლესიაში, სამხრეთ-დასავლეთი სვეტის წინ ყოფილა საფლავი უცნობი პირისა, რომელსაც სდებია მარმარილოს დაფა წარწერით. დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული. ეკლესიაში არის ქვის ნახეტი მაქსიმალური ზომით 15X21 სმ, ასომთავრული წარწერის ნაშთით:
წარსა მართ(ე)ბლ(ა)დ ძეთა ჩ(ვ)ენ თა, აღ საზრდ(ე)ლ(ა)დ ჩ(ვ)ენი შ(ე)ნდ(ო)ბ(ა)ს ყ(ო)ფთ
ეკლესიის გარშემო არის ოთხკუთხა გალავნის ნანგრევები, ნაშენი ყოფილა კლდე-რიყის ქვისა და კირისაგან. უკეთ შენახულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.
ეკლესიის დასავლეთ-სამხრეთი კუთხის გასწვრივ, გალავ ნის გარეთ, არის შენობის ნანგრევი. მის მახლობლად არის ორი აკლდამა, რომელსაც ადგილობრივ «ეკვტერს» უწოდებენ. ამ აკლდამებს ჩაქცეული აქვთ დასავლეთი ნაწილი. ისინი თითქმის თაღამდე მიწაში სხედან».
თქმულება
რედაქტირებანუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა «ბერების კლდეს».