ნუნე სარქისიანი[1] (სომხ. Նունե Սարգսյան; დ. 26 მარტი, 1954, ერევანი, სომხეთი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი მწერალი, ხელოვნებათმცოდნე და სომხეთის პირველი ლედი 2018 წლის 9 აპრილიდან, როგორც პრეზიდენტ არმენ სარქისიანის მეუღლე.

ნუნე სარქისიანი
ნუნე სარქისიანი
სომხეთის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აპრილი, 2018 – დღემდე
პრეზიდენტი  არმენ სარქისიანი
წინამორბედირიტა სარქისიანი
მემკვიდრეამჟამად თანამდებობაზეა

დაბადებული26 მარტი, 1954 (1954-03-26) (70 წლის)
ერევანი, სომხეთი, საბჭოთა კავშირი
ეროვნებასომეხი
მეუღლეარმენ სარქისიანი
(ქ. 1978)
შვილები2
პროფესიამწერალი და ხელოვნებათმცოდნე
რელიგიასომხეთის სამოციქულო ეკლესია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნუნე სარქისიანი დაიბადა 1954 წლის 26 მარტს ერევანში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამამისი ჟურნალისტი იყო, ხოლო დედა ― მასწავლებელი.

 
ნუნე სარქისიანი 2018 წლის ივნისში

საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ ნუნემ სწავლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა რომანულ დეპარტამენტში, გერმანული ენების განხრით. შემდეგ ცოტა ხანს იგი ერევნის უძველეს ხელნაწერთა კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა[2].

1978 წელს ნუნე ფიზიკის პროფესორ არმენ სარქისიანზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ნუნემ ოჯახთან ერთად დატოვა სომხეთი, რის შემდეგაც ის დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ლონდონში დასახლდა და ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში მაგისტრის ხარისხიც აიღო ხელოვნებათმცოდნეობაში. ხარისხის აღების შემდეგ მან ლონდონშივე, უესტმინსტერის კოლეჯში გააგრძელა სწავლა ფერწერის მიმართულებით[2].

ნუნე სარქისიანი კოლეჯის ადრეული წლებიდანვე წერდა სტატიებს ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის შესახებ. გარდა წერისა, იგი ბავშვებისათვის განკუთვნილ აუდიო წიგნებზეც მუშაობდა. მისი წიგნები იბეჭდებოდა სომხურ, ინგლისურ და რუსულენებზე და გათვლილი იყო 3-დან 13-წლამდე ბავშვებისათვის[2]. მის წიგნზე „Der kahle Igel“ დაიდა საბალეტო წარმოდგენა, სხვა ნაწარმოებებზე კი აქტიურად სრულდება წარმოდგენები თოჯინების თეატრში. თავად სარქისიანი აქტიურად ასევე მუშაობს, როგორც მხატვარი და აფინანსებს გამოფენებსა და კონცერტებს.

1996 წლის 4 ნოემბერს მისი მეუღლე, არმენ სარქისიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. მართალია პოსტზე მხოლოდ ხუთ თვეს იყო, თუმცა ნუნე და მისი ოჯახი ამის შემდეგ სომხეთიდან აღარ წასულან. ამის შემდეგ მისი მეუღლე აქტიურად იყო ჩაბმული სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, 2018 წლის 9 აპრილს კი იგი პრეზიდენტადაც აირჩიეს, რამაც ნუნე სომხეთის რიგით მეოთხე პირველ ლედად აქცია.

ნუნე სარქისიანი ასევე არის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) ასოცირებული წევრი და ის ახორციელებს სომხეთ-აზერბაიჯანის მედიის მიუკერძოებლობის შემცირების პროექტს. ჯერ კიდეც 2004-2009 წლებში იგი ეხმარებოდა Workshop at Crossroads-ის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთკავკასიელი ჟურნალისტებისა და კინორეჟისორების განვითარების ხელშეწყობას[3].

პროფესიონალური აქტივობები

რედაქტირება
 
ნუნე სარქისიანი

მეშროპ მაშოტოცის სახელობის უძველეს ხელნაწერთა კვლევის ინსტიტუტში მუშაობისას ნუნემ არაერთი ესე და მიმოხილვა დაწერა ხელოვნების, კულტურისა და მუსიკის შესახებ, რომლებიც გამოქვეყნდა სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არაერთ ევროპულ სახელმწიფოში. ასევე უწევდა ორგანიზებას უამრავ კონცერტსა და გამოფენას. იგი არის ავტორი ორ ათეულზე მეტი საბავშვო წიგნისა. გარდა სომხური, ინგლისური და რუსული თარგმანებისა, ნუნეს ნამუშევრები თარგმნილია დასავლეთსომხურ, აღმოსავლეთსომხურ, ასევე ყარაბაღულ, გავარულ და გიუმრულ დიალექტებზე. მისი ზღაპარი, სახელად „მელოტი ზღარბი“ დაიდგა სომხეთის ეროვნულ თოჯინების თეატრში, ხოლო „წუკ-მზუკი“ კარაპეტის თეატრის სცენაზე დაიდგა. ნუნე სარქისიანი ასევე არის იუნისეფის ბავშვთა საგანგებო უფლებადამცველი.

2018 წლის 25 ივლისს ნუნე სარქისიანს იტალიის რესპუბლიკისაგან გადაეცა მერიტის საპატიო ორდენი[4].

  1. Galstyan, Hrant (5 February 2018). "Արմեն Սարգսյանի ավագ որդին Հայաստանում հաշվառում չունի, բայց ՀՀ քաղաքացի է. պարզաբանում". Hetq (in Armenian). ․․․Արմեն Սարգսյանի կինը գրանցված է Նունուֆար Սարգսյան անունով․․․
  2. 2.0 2.1 2.2 Nouneh Sarkissian, Author and Art Historian
  3. Eurasia Fond - Nouneh Sarkissian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-08. ციტირების თარიღი: 2021-10-08.
  4. https://www.quirinale.it/onorificenze/insigniti/357142/