ნუმიდიური კავალერია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნუმიდიური კავალერია იყო მსუბუქი კავალერია, რომელიც, მეორე პუნიკურ ომში, იბრძოდა ჰანიბალის მხარეს.

ნუმიდიელი მხედარი
 
კანეს ბრძოლა, სადაც, ნუმიდიელების დახმარებით, კართაგელებმა ალყა შემოარტყეს და დაამარცხეს რომალები.

ეს კავალერია პირველად პოლიბიოსმა ახსენა, როგორც პირველ პუნიკურ ომში, კართაგენის არმიის ნაწილი. [1]

ბერბერული ცხენის წინაპარი, ნუმიდიური ცხენი, ზომაში შედარებით პატარა იყო, მაგრამ უფრო სწრაფი და გამძლე დიდ დისტანციებზე. [არასანდო წყარო] ნუმიდიელი ცხენოსნები არ ხმარობდნენ ლაგამსა და უნაგირს. მათ ჰქონდათ უბრალო თოკი ცხენის კისერზე და პატარა საცხენოსნო ჯოხი. ნუმიდიელ მხედრებს არ ეცვათ აბჯარი. ისინი თადვაცვისთვის მხოლოდ მრგვალ ფარს ატარებდნენ. ფარს საქონლის, ან ლეოპარდის ტყავი ჰქონდა შემოკრული. მხედრების მთავარი იარაღი ჯაველინი და მოკლე მახვილი იყო. [მკვდარი ბმული] 

გამოცდილი ცხენოსნობის, სისწრაფისა და მსუბუქი შეიარაღების გამო, ისინი მოხერხებული მეომრები იყვნენ, უეცარ დარტყმებში. ამგვარად, ისინი შლიდნენ მტრის საბრძოლო წყობას. შეტევების დროს კავალერია ხმარობდა ჯაველინებს და უკან იხევდა მაშინ, როცა მტერი კონტრშეტევაზე გადადიოდა. ასეთი სისწრაფე დამღუპველი იყო ნაკლებად მობილური მეომრებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია იულიუს კეისრის მარცხი აფრიკაში.

ნუმიდიელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჰანიბალის დაზვერვებში. მეორე პუნიკური ომები ცნობილია ნელი საბრძოლო სპილოებით, თუმცა როცა სისწრაფე იყო საჭირო, ჰანიბალი იყენებდა ნუმიდიელებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტრებიის ბრძოლაა[2]

ნუმიდიური კავალერია ფართოდ იყო ცნობილი. ისინი იბრძოდნენ, არა მხოლოდ კართაგენის ჯარში, არამედ იმ დროის სხვა ჯარებშიც. ამის მაგალითია რომაელთა ალიანსი მასინისასთან, რომელიც 6000 მხედარს სადლობდა ზამის ბრძოლაში, სადაც "ნუმიდიურმა კავალერიამ სასწორი გადაატრიალა".[3]

შემდგომი საუკუნეების განმავლობაში, რომაული არმია იყენებდა ნუმიდიურ კავალერიას ცალკეულ შენაერთებში (equites Numidarum ან Maurorum).

ისინი ასევე მონაწილეობას იღებდნენ კეისრის სამოქალაქო ომში და უტიკას ბრძოლაში.

მეორე პუნიკური ომი (ძვ. წ 218–201 წწ.)

რედაქტირება
 
მეორე პუნიკური ომი

მთელი ომის განმავლობაში, ნუმიდიელი კავალერია არღვევდა რომალების სამარაგო და საკომუნიკაციო ხაზებს. ამან აიძულა რომაელები უფრო ფრთხილად მოქცეულიყვნენ და თავი აერიდებინათ გენერალური ბრძოლებისთვის.[4]

ნუმიდიელთა გავლენა სცდებოდა ბრძოლის ველს. მათი ცოდნა რელიეფისა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებების შესახებ ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჰანიბალისთვის, იტალიაში ყოფნისას. ისინი მსახურობდნენ მეგზურებად, მზვერავებად და შუამავლებად და ეხმარებოდნენ კართაგენის არმიას ახალ გარემოსთან ადაპტაციაში, ადგილობრივ ტომებთან ალიანსების დამყარებაში. [5][ თვითგამოქვეყნებული წყარო ]

მიუხედავად იმისა, რომ რომაელების წინააღმდეგ, ნუმიდიელი კავალერია არ მონაწილეობდა პირდაპირ ფრონტალურ თავდასხმებში, მათი წვლილი ომში უდიდესი იყო. რომაელთა სამარაგო ხაზების დარღვევის, დაზვერვებისა და რელიეფის უპირატესობების გამოყენების უნარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰანიბალის ადრეულ წარმატებებში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათი წვლილი მეორე პუნიკურ ომში ხშირად შეუმჩნეველია. იგი დაჩრდილულია რომაელთა და კართაგენელთა ქვეითებისა და მეთაურების მიერ, მაგრამ მათ უდავო გავლენა მოახდინეს ომზე და მათი სახელი, როგორც კავალერიის ოსტატები, დღემდე რჩება. შეუძლებელ პირობებშიც კი, მცირე ძალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ისტორიის კურსზე. ნუმიდიელი ცხენოსნები ადაპტაციის, გამძლეობისა და ტაქტიკური სისწრაფის მაგალითია. [6][ თვითგამოქვეყნებული წყარო ]

კართაგენის ნუმიდიური კავალერია

რედაქტირება
 
ნუმიდიელი ცხენოსანი

თავიდან კართაგენელები ძირითადად ნუმიდიურ კავალერიაზე იყვნენ დამოკიდებული, [7] განსაკუთრებით ომის ადრეულ ეტაპებზე. მათი ოსტატობა ცხენებზე ჯირითისა და ჩრდილოეთ აფრიკის რელიეფის შესახებ ცოდნა სასარგებლო იყო დაზვერვის, სამარაგო ხაზების დარღვევისა და შეტაკებების დროს. მას შემდეგ, რაც რომაელებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, კართაგენელებმა წვდომა დაკარგეს ნუმიდიელ ცხენოსნებზე. [8]

რომის ნუმიდიური კავალერია

რედაქტირება
 
Massinissa, King of Numidia

რომაელებიც იყენებდნენ ნუმიდიურ კავალერიას, ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიებიდან ან მოკავშირე ტომებიდან. ეს მხედრებიც მსგავს მიზანს ემსახურებოდნენ: ზვერავდნენ მტერს, არღვევდნენ მტრის წყობასა და მონაწილეობდნენ მსუბუქ დარტყმებში. რომაელი მეთაურები აფასებდნენ ნუმიდიელების ეფექტურობას ღია რელიეფზე და ხშირად აყენებდნენ მათ, როგორც მძიმე ქვეითთა დამხმარე ძალას. [9]

  1. Horsted, William (2021). The Numidians 300 BC–AD 300. Bloomsbury Publishing, გვ. 3-10. ISBN 9781472842176. 
  2. Epona დაარქივებული 2008-03-18 საიტზე Wayback Machine.
  3. RedRampant.com დაარქივებული 2008-02-24 საიტზე Wayback Machine.
  4. Invasion of Italy
  5. Sidnell, Philip. Warhorse: Cavalry in Ancient Warfare, p.194.
  6. Fuller, J.F.C., Julius Caesar: Man, Soldier, and Tyrant. p. 28 ISBN 0-306-80422-0
  7. Daly, Gregory (2005-08-18). Cannae: The Experience of Battle in the Second Punic War: The Experience of Battle in the Second Punic War (en). Routledge. ISBN 978-1-134-50711-5. 
  8. Mancini, John (2009-02-27). Defending the Roman Republic: Ending the 2Nd Punic War (en). iUniverse. ISBN 978-0-595-61779-1. 
  9. Taylor, George (2022-07-29). The Numidian History: The Ancient Berbers Of Numidia And Carthage In The Shadow Of Rome. (en). Amazon Digital Services LLC - Kdp. ISBN 979-8-8429-8744-3. 
  10. Smith, R. Bosworth (2018-04-13). The Punic Wars (en). Ozymandias Press. ISBN 978-1-5312-7944-8. 
  11. Horsted, William (2021-01-26). The Numidians 300 BC–AD 300 (en). Bloomsbury USA. ISBN 978-1-4728-4219-0. 
  12. McCall, Jeremiah B. (2005-06-29). The Cavalry of the Roman Republic (en). Routledge. ISBN 978-1-134-51818-0. 
  1. Horsted, William (2021). The Numidians 300 BC–AD 300. Bloomsbury Publishing, გვ. 3-10. ISBN 9781472842176. 
  2. Invasion of Italy
  3. Fuller, J.F.C., Julius Caesar: Man, Soldier, and Tyrant. p. 28 ISBN 0-306-80422-0
  4. Daly, Gregory. Cannae: The Experience of Battle in the Second Punic War: The Experience of Battle in the Second Punic War. Routledge. 
  5. Mancini, John (2009-02-27). Defending the Roman Republic: Ending the 2Nd Punic War (en). iUniverse. ISBN 978-0-595-61779-1. 
  6. Taylor, George (2022-07-29). The Numidian History: The Ancient Berbers Of Numidia And Carthage In The Shadow Of Rome. (en). Amazon Digital Services LLC - Kdp. ISBN 979-8-8429-8744-3. 
  7. Smith, R. Bosworth (2018-04-13). The Punic Wars (en). Ozymandias Press. ISBN 978-1-5312-7944-8. 
  8. Horsted, William (2021-01-26). The Numidians 300 BC–AD 300 (en). Bloomsbury USA. ISBN 978-1-4728-4219-0. 
  9. McCall, Jeremiah B. (2005-06-29). The Cavalry of the Roman Republic (en). Routledge. ISBN 978-1-134-51818-0.