ნუმენორის მმართველების სია

აქ მოცემულია ჯ.რ.რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროს, ლეგენდარიუმის ნაწილის, კუნძულ ნუმენორის მმართველთა სია.

როგორც ვარაუდობენ, ნუმენორის სამეფო მეორე ეპოქის 32-ე წლიდან იღებს სათავეს, იმ დროიდან, როდესაც ელროსი, ეარენდილის ვაჟი, არმენელოსში გამეფდა, 90 წლის ასაკში. მეფეთა ხელნაწერებში ის ცნობილი იყო ტარ-მინიატურის სახელით, ვინაიდან მათ ტრადიციად ჰქონდათ ქუენიური სახელების არჩევა. ეს ტრადიცია არ-ადუნაკორამდე (ტარ-ჰერუნუმენის დღეებამდე) იქნა შემონახული. ელროსი, იგივე ტარ-მინიატური ნუმენორელებს 410 წელი მართავდა, ვინაიდან მათი სიცოცხლე ხანგრძლივი იყო და მოკვდავთაგან განსხვავებით, მთელი ამ დროის მანძილზე დაუღალავად არსებობდნენ. ეარენდილი ამ მხრივ გამოირჩეოდა, მაგრამ მისი შთამომავლების სიცოცხლე უფრო ხანმოკლე გამოდგა. ნუმენორის ზეობა გაგრძელდა აჩრდილის ჩამოწოლამდე, როდესაც საურონი ჩაერია მის საშინაო საქმეებში.

ნუმენორს სულ 25 მმართველი ჰყავდა.

მმართველები

რედაქტირება

ელროსი ტარ-მინიატური

რედაქტირება

დაიბადა მეორე ეპოქამდე 58 წლით ადრე. დაუღალავად მოღვაწეობდა, სანამ 500 წლის ასაკს არ მიაღწია. 442 წელს აღასრულა სიცოცხლე, მანამდე კი ნუმენორს 410 წელი მართავდა[1].

ვარდამირ ნოლიმონი

რედაქტირება

დაიბადა მეორე ეპოქის 61 წელს და გარდაიცვალა 471 წელს. მას ეწოდა ნოლიმონი, ვინაიდან ყველაზე მეტად უყვარდა ძველი თქმულებები, რომელთა შეგროვებას ელფებსა და ადამიანებს შორის ცდილობდა. 381 წლის იყო ელროსი, როდესაც ტახტი დატოვა. ვარდამირმა უარი თქვა მეფობაზე და იგი საკუთარ შვილს გადასცა. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ის მეორე მეფეა და ნუმენორს 1 წელი მართავდა. ტარ-ატანამირის მმართველობამდე ტრადიციად დამკვიდრდა მემკვიდრისათვის სამეფო ტიტულის საკუთარ გარდაცვალებამდე გადაცემა. მეფეები კი საკუთარი სურვილებით კვდებოდნენ, ჯერ კიდევ საღი აზროვნების უნარით.

ტარ-ამანდილი

რედაქტირება

ვარდამირ ნოლიმონის ვაჟი, დაბადებული 192 წელს. ნუმენორს 148 წელი მართავდა და თავის შვილს ტახტი 590 წელს გადასცა. გარდაიცვალა 603 წელს.

ტარ-ელენდილი

რედაქტირება

ტარ-ამანდილის შვილი, დაბადებული 350 წელს. ნუმენორს 150 წელი მართავდა და თავის შვილს ტახტი 740 წელს გადასცა. გარდაიცვალა 751 წელს. მას ასევე ეწოდა პარმაიტე, რადგან თავისი ხელით გადაწერა არაერთი წიგნი თუ თქმულების ჩანაწერი, რომელსაც ჯერ კიდევ ვარდამირ ნოლიმონი აგროვებდა. მეუღლე გვიან შეირთო, მისი უფრო შვილი იყო ასული სილმარიენი, დაბადებული 521 წელს, რომლის ვაჟიც ვალანდილი იყო. ვალანდილისგან წარმოიშვა ანდუნიეს მმართველთა შტო, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი ამანდილი, შუახმელეთში ჩასული დიდი ელენდილის ვაჟი იყო. ტარ-ელენდილის მმართველობის წლებში ნუმენორის გემები პირველად დაბრუნდნენ შუახმელეთში.

ტარ-მენელდური

რედაქტირება

ტარ-ელენდილის უკანასკნელი ვაჟი და მესამე შვილი, დაბადებული 543 წელს. ნუმენორს 143 წელი მართავდა და თავის შვილს ტახტი 883 წლის ასაკში გადასცა. გარდაიცვალა 942 წელს. მისი ნამდვილი სახელი იყო ’ირიმონი’, მენელდურის წოდება მან აიღო, ვინაიდან ვარსკვლავების შესახებ თქმულებების დიდი მოყვარული იყო. ცოლი მისი ალმარიანი, ვეანტურის, ტარ-ელენდილის ეპოქაში გემთ კაპიტნის ასული იყო. ტარ-მენელდური ბრძენი, დიდსულოვანი და მომთმენი იყო. ეს იყო პოლიტიკური ხერხი, შედეგი იმ მღელვარებისა, რომელიც გილ-გალადის მხრიდან ცუდი წინათგრძნობების შედეგად იშვა, როდესაც მან პირველად გაიაზრა, რომ შუახმელეთში ბოროტი სული იშვა, მტრულად განწყობილი ელფებსა და დუნედაინებისადმი.

ტალ-ალდარიონი

რედაქტირება

ტარ-მენელდურის უმცროსი შვილი და ერთადერთი ვაჟი, დაბადებული 700 წელს. ნუმენორს 192 წელი მართავდა და თავის ასულს ტახტი 1075 წელს გადასცა. გარდაიცვალა 1098 წელს. ნამდვილი სახელი იყო ანარდილი, მაგრამ ყოველთვის ალდარიონად იცნობდნენ, ვინაიდან ძალიან ზრუნავდა ხეებზე და მათი დიდი რაოდენობა დარგო გემების საშენებლად განკუთვნილ ტყეში. ის დიდი მეზღვარი და გემთმშენებელი იყო, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი შუახმელეთში, გილ-გალადის მსახურობაში დაჰყო. ერენდისი, მისი ცოლი განრისხებული იყო იმით, რომ ნუმენორს დიდი ხნით ტოვებდა და 882 წელს ისინი დაშორდნენ. ალდარიონის ერთადერთი შვილი იყო მშვენიერი ასული ანკალიმე. მის გამო ალდარიონმა მემკვიდრეობის კანონიც კი შეცვალა, ასე რომ უფროს ასულს ან უბრალოდ ასულს შეეძლო მმართველობა, თუკი მეფეს არ ჰყავდა ვაჟები. ელროსის მემკვიდრეებს ეს არ მოსწონდათ, განსაკუთრებით ძველი კანონით მემკვიდრე სორონტოს, ალდარიონის მემკვიდრეს, მისი უფროსი დის აილინიელის ვაჟს.

ტარ-ანკალიმე

რედაქტირება

ტალ-ალდარიონის ერთადერთი შვილი და ასული, ნუმენორის პირველი მმართველი დედოფალი, დაბადებული 873 წელს. ნუმენორს 205 წელი მართავდა და თავის შვილს ტახტი 1280 წელს გადასცა. გარდაიცვალა 1285 წელს. მრავალი წელი ცოლობაზე უარს ამბობდა, მაგრამ სორონტოს ძალდატანებით 1000 წელს ჰალაკარს, ჰალატანის ვაჟს და ვალდამირის შთამომავალს გაჰყვა (რითაც ძლიერ გააწბილა სორონტო). მას ეყოლა ვაჟი ანარიონი. ამ დაბადების შემდეგ ანკალიმესა და ჰალაკარს შორის კამათი წარმოიშვა. ხასიათი ანკალიმეს მტკიცე და ამაყი ჰქონდა. ალდარიონის გარდაცვალების შემდეგ მან წინამორბედის პოლიტიკური ხედვა არ შეინარჩუნა და გილ-გალადს აღარ ეხმარებოდა.

ტარ-ანარიონი

რედაქტირება

ტარ-ანკალიმეს ვაჟი, დაბადებული 1003 წელს. ნუმენორს 114 წელი მართავდა და თავის ასულს ტახტი 1394 წელს გადასცა. გარდაიცვალა 1404 წელს.

ტარ-სურიონი

რედაქტირება

ტარ-ანარიონის მესამე ვაჟი. მისმა დებმა მმართველობაზე უარი თქვეს. დაიბადა 1174 წელს. ნუმენორს 162 წელი მართავდა და თავის ასულს ტახტი 1556 წელს გადასცა. გარდაიცვალა 1574 წელს.

ტარ-ტელპერიენი

რედაქტირება

მეორე მმართველი დედოფალი. მან დიდ ხანს იცოცხლა (ნუმენორში ქალები ან ხანგრძლივ ცხოვრებას ირჩევდნენ, ან მასზე უარს ამბობდნენ). ვინმეს ცოლობაზე უარი თქვა. გარდაცვალების შემდეგ მეფობა გადავიდა მინასტირთან, ისილმოს, ტარ-სურიონის მეორე ვაჟის შვილთან. ტარ-ტელპერიენი გარდაიცვალა 1731 წელს და იცხოვრა 175 წლის მანძილზე.

ტარ-მინასტირი

რედაქტირება

ეს სახელი მას მიიღო იმით, რომ ორომეთის გორაზე, ანდუნიესთან ააგო მაღალი ციხე-კოშკი და იქ თავისი დროის დიდ ნაწილს ატარებდა, შეჰყურებდა რა დასავლეთს, რადგან ნუმენორელთა გულებში სევდამ დაისადგურა. მას უყვარდა ელდარები, მაგრამ შურდა მათი. სწორედ საურონთან პირველი ომის დროს დაეხმარა იგი დიდი საზღვაო ფლოტით გილ-გალადს. იგი დაიბადა 1474 წელს და მართავდა ნუმენორს 138 წლის მანძილზე. 1869 წლიდან აღარ მეფობდა და გარდაიცვალა 1873 წელს.

ტარ-კირიატანი

რედაქტირება

დაიბადა 1634 წელს და ნუმენორს 160 წელი მართავდა. 2029 წელს აღასრულა მეფობა და გარდაიცვალა 2035 წელს. იგი დიდებული, მაგრამ ხარბი იყო. მისი ბრძანებით აგებული იქნა უამრავი გემი, მისი მსახურები იმორჩილებდნენ შუახმელეთის ხალხს და დიდი რაოდენობით ნადავლიც ჩამოჰქონდათ. ტარ-კირიატანს ეზიზღებოდა მამის სევდა და მანამ აგზავნიდა თავის მოახლეებს არდის ყველა მიმართულებით, სანამ მეფობა არ მიიღო. ამბობენ, რომ მამამ მას ეს ტიტული გადასცა საკუთარი ნების მიუხედავად. შესაძლოა, სწორედ ეს იყო ნუმენორში აჩრდილის გამოჩენის პირველი შემთხვევა.

ტარ-ატანამირი

რედაქტირება

დაიბადა 1800 წელს და ნუმენორს 192 წელი მართავდა, 1221 წლამდე (იმავე წელს გარდაიცვალა). მასზე ქრონიკებში ბევრი რამ წერია. ამბობენ, რომ იგი ისეთივე ხარბი იყო, როგორც მამამისი. მისი მეფობის პერიოდში უკვე დაიწყეს ვალართა მიერ დაწესებული აკრძალვების დარღვევაზე საუბარი, მაგრამ სიბრძნე მაინც იქნა შენარჩუნებული. ატანამირი ნუმენორს გარდაცვალებამდე მართავდა, რის გამოც მას ‘არამოსურნე’ ეწოდა - ვინაიდან თავად მეფობიდან წასვლა არ ისურვა.

ტარ-ანკალიმონი

რედაქტირება

დაიბადა 1986 წელს და ნუმენორს 165 წელი მართავდა, 1386 წელს გარდაცვალებამდე. მისი მმართველობის პერიოდში მეფის ხალხსა და ელდარებთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფებს შორის არსებულმა ბზარმა იმატა. მეფის გარემოცვაში ელფური ენებით ნაკლები დაინტერესება იყო, თუმცა მეფეთა წოდებები მაინც ქუენიური ენის სტილით იყო ნაწარმოები - ამ მხრივ ყველას ეშინოდა, რომ ძველი ტრადიციის შეცვლა გამოიწვევდა უბედურებას.

ტარ-ტელემმაიტე

რედაქტირება

დაიბადა 2136 წელს და ნუმენორს 140 წელი მართავდა, 2526 წელს გარდაცვალებამდე. იმ პერიოდიდან მეფეთა მმართველობის პერიოდი იწყებოდა მამის გარდაცვალების დღიდან და გრძელდებოდა მათ საკუთარ გარდაცვალებამდე. თუმცა, ხშირად მმართველობა გადაეცემოდა შვილებს ან მრჩეველს. ელროსის შთამომავალთა დღეეზე აჩრდილი ჩამოწვა. ამ მეფეს უწოდებდნენ ტელემმაიტეს, ვინაიდან ძალიან უყვარდა ვერცხლი და შუახმელეთში ამ ძვირფასი ლითონის და მითრილის ძიებით იყო დაინტერესებული.

ტარ-ვანიმელდე

რედაქტირება

მესამე მმართველი დედოფალი, დაბადებული 2277 წელს, რომელიც ნუმენორს 111 წელი მართავდა, 2637 წელს გარდაცვალებამდე. მმართველობაზე არ ფიქრობდა, უყვარდა მუსიკა და ცეკვები და ამრიგად, ნუმენორის უშუალო მმართველობა მისი მეუღლის, ჰერუკალმოს ხელთ იყო (იგი თავისი მეუღლეზე უმცროსი იყო). ჰერუკალმოს ოფიციალური მმართველობა გადაეცა ვანიმელდეს გარდაცვალების შემდგომ. მან მიიღო სახელი ‘ტარ-ანდუკალი’ და თავის ვაჟ ალკარინს მეფობის გადაცემაზე უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, მას ხშირად თვლიდნენ 17-ე მეფედ და მეფეთა ჩამოთვლისას ალკარინსაც ახსენებენ. ტარ-ანდუკალმა 2657 წლამდე იცოცხლა.

ტარ-ალკარინი

რედაქტირება

დაიბადა 2406 წელს და ნუმენორს 80 წელი მართავდა, 2737 წელს გარდაცვალებამდე.

ტარ-კალმაკილი

რედაქტირება

დაიბადა 2516 წელს და ნუმენორს 88 წელი მართავდა, 2825 წელს გარდაცვალებამდე. ეს სახელი მან შეირქვა ახალგაზრდობაში მხედართმთავრობის გამო. სწორედ მაშინ განარისხა მან საურონი, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წინააღმდეგობისა, მაინც უკან დაიხია. კალმაკილის მეფობისას მეფის სახელი პირველად იქნა წარმოთქმული ადუნაიქზე და მოახლეები მას არ-ბელზაგარს უწოდებდნენ[2].

ტარ-არდამინი

რედაქტირება

დაიბადა 2618 წელს და ნუმენორს 74 წელი მართავდა, 2899 წელს გარდაცვალებამდე. ადუნაიქზე ერქვა ‘არ-აბატარიკ’.

არ-ადუნაკორი (ტარ-ჰერუნუმენი)

რედაქტირება

დაიბადა 2709 წელს და ნუმენორს 63 წელი მართავდა, 2962 წელს გარდაცვალებამდე. იგი იყო პირველი მეფე, რომელსაც წოდება მიენიჭა უკვე ადუნაიქის აქტუალურობის პერიოდში. მაგრამ ნაწერებში მისი სახელი ასევე ქუენიურად იქნა შეტანილი. ორივე წოდება, მიუხედავად ამისა, მკრეხელურად ითვლებოდა - ვინაიდან აღნიშნავდა ‘დასავლეთის მბრძანებელს’ - ასე კი მხოლოდ ვალარ მანვეს უწოდებდნენ. არ-ადუნაკორის მმართველობისას ელფური ენები საერთოდ არ გამოიყენებოდა, მაგრამ ვალართა ერთგულებს შორის ჟღერდა. გემები ერესეადან ნუმენორის კუნძულებთან ამ პერიოდში ფარულად და იშვიათად მოდიოდნენ.

არ-ზიმრათონი (ტარ-ჰოსტამირი)

რედაქტირება

დაიბადა 2798 წელს და ნუმენორს 71 წელი მართავდა, 3033 წელს გარდაცვალებამდე.

არ-საკალთორი (ტარ-ფალასიონი)

რედაქტირება

დაიბადა 2876 წელს და ნუმენორს 69 წელი მართავდა, 3102 წელს გარდაცვალებამდე.

არ-გიმილზორი (ტარ-ტელემნარი)

რედაქტირება

დაიბადა 2960 წელს და ნუმენორს 75 წელი მართავდა, 3177 წელს გარდაცვალებამდე. მის დროს სრულად აიკრძალა ელდარების ენის გამოყენება. კანონის დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა. ერუს წმინდა ადგილის მონახულების სურვილს იგი არ გამოთქვამდა. გიმილზორის ცოლი ინზილბეთი, ტარ-კალმაკილის გვარის ასული იყო. მაგრამ ეს უკანასკნელი საიდუმლოდ ინახავდა, რომ ვალართა კანონების ერთგულებას ინარჩუნებდა, რადგან დედით ანდუნიეს მმართველთა სახლიდან იყო. მეფესა და დედოფალს შორის სიყვარულს ნაკლები ადგილი ჰქონდა, მათ შვილებს შორის კი მტრობამ დაისადგურა - რადგან უფროსი, ინზილადუნი, დედას ემხრობოდა, ხოლო გიმილკადი, უმცროსი - მამას.

ტარ-პალანტირი (არ-ინზილადუნი)

რედაქტირება

დაიბადა 3035 წელს და ნუმენორს 78 წელი მართავდა, 3255 წელს გარდაცვალებამდე. მას სურდა ელდარებთან ძველი ურთიერთობის აღდგენა. დროის დიდ ნაწილს ანდუნიეში ატარებდა. იგი ამაოდ ელოდა დასავლეთიდან მომავალ გემებს - არც ერთი მათგანი ნუმენორში მისი მეფობისას აღარ გამოჩენილა. დაქორწინდა გვიან, ვაჟი არ ჰყოლია. თავის ასულს მირიელი უწოდა. მაგრამ მეფის გარდაცვალების შემდეგ მირიელზე დაქორწინდა ფარაზონი - მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ. მოგვიანებით დედოფალს არ-ზიმრაფელი ეწოდა.

არ-ფარაზონი (ტარ-კალიონი)

რედაქტირება

ნუმენორის უკანასკნელი მეფე. დაიბადა 3118 წელს და დაიღუპა 3319, ნუმენორის განადგურებასთან ერთად. კუნძულს 64 წელი მართავდა. ტარ-მირიელი, დედოფალი, მასთან ერთად დაიღუპა. არ-ფარაზონის შესახებ უფრო ვრცლად იყო მოთხრობილი გონდორში შემონახულ ნაწერებსა და „სილმარილიონის“ ქრონიკებში.

  1. ჯ.რ.რ. ტოლკინი (1994). „პირველი ეპოქის წლების ამბავი“, რედ. კრისტოფერ ტოლკინი: ძვირფასი ქვების ომი. Boston & New York: Houghton Mifflin, გვ. 342–354. ISBN 0-395-71041-3.  ელრონდი და ელროსი დაიბადნენ ერთ, მზის ეპოქის 532 წელს.
  2. Tar-Calmacil. The Encyclopedia of Arda.