ნუგზარ ებანოიძე
ნუგზარ ერმალოს ძე ებანოიძე (დ. 1 იანვარი, 1944, დაბა ხობი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003).
დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (1965). 1969-1971 წლებში მუშაობდა იქვე, 1971-1977 წლებში — სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 2005-2009 წლებში იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 2009 წლიდან — ემერიტუს პროფესორი. სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მ. შ. სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანათა კომპლექსის დამუშავება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2008).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კეთილშობილი დაფნის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია და მანქანათა კომპლექსი, თბ., 1999.
- ჩაის ფოთლის კრეფის მექანიზაცია და გადამუშავება, თბ., 2008.
- ხეხილის მოსავლის აღების მექანიზაცია, ქუთ., 2008.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 527.