მუხაურის წმინდა გიორგის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ნოსტეს წმინდა გიორგის ეკლესია)

მუხაურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ნასოფლარ მუხაურზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე — ორი ნიში. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმლები შიგნიდან შეისრულია, გარედან — სწორკუთხა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 22823