მუხაურის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
მუხაურის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს აღმოსავლეთით, 1 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა კვალი, წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. რამდენიმე ადგილას შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლის ნაშთები. გადმოცემის თანახმად ეს ადგილი ურწყავი ყოფილა და ამიტომ მოსახლეობა აქედან კახეთში გადასახლებულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 181.