ნორ-ვარაგა
ნორ-ვარაგა (სომხ. Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ եկեղեցի) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციის სოფელ ვარაგავანის მახლობლად.
ნორ-ვარაგა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | ტავუშის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | ვარაგავანი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | გუმბათოვანი |
თარიღდება | XII-XIV საუკუნე |
დეტალები
|
ისტორია
რედაქტირებაშუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი ნორ-ვარაგა მდებარეობს მთის ტყიან ფერდუბზე, უახლოეს სოფელ ვარაგავანიდან 2 კილომეტრში. მონასტრის დამაარსებლად ითვლება ნორ-ბერდის მთავარმა დავითმა რომელიც კვირიკიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო. თავდაპირველად 1193—1198 წლებში ააშენა მონასტრის უძველესი ეკლესია ანაპატი და მავზოლეუმი. 1224-1237 წლებში თავად დავითის შვილმა ვასაკ II-მ ღვთისმშობლის სახელზე ააგო ეკლესია. კედელზე არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მან 1253 წელს წყალსადენი ააშენა.
არქიტექტურული ანსამბლი
რედაქტირებაეკლესია ანაპატი
რედაქტირებაეკლესია ანაპატი (სომხ. Անապատ եկեղեցի) აგებულია მოყვითალო ქვით, რაც საკმაოდ უცნაურია სომხური არქიტექტურისთვის (მეორე მსგავსი ქვით აგებული ტაძარია სანაინი). განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ეკლესიის შესასვლელი, რომელიც მოჩუქურთმებულია და მის ორივე მხარეს ხაჩქარებია გამოსახული. ეკლესიის ჩრდილოეთით მავზოლეუმია, ხოლო სამხრეთით, მცირე ზომის ერთნავიანი სამლოცველო, დასავლეთით - გავიტი, კედელი და სახურავი დღემდე არ შემონახულა.
ღვთისმშობლის ეკლესია
რედაქტირებასურბ-ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის; სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) ეკლესია აგებულია 1224-1237 წლებში მონასტრის დამაარსებლის დავითის შვილის მიერ. ეკლესია გარედან მართკუთხედის ფორმისაა, მაგრამ შიგნიდან ჯვრის ფორმისაა, რადგან კუთხეებში განლაგებულია ოთხი ორსართულიანი სამლოცველო. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის შესასვლელი შემკულია მუქი იისფერი და ღია ცისფერი ქვებით შედგენილი მოზაიკით, რომელიც გარედან მოჩუქურთმებულია სხვადასხვა მცენარეული თუ ზოომორფოლოგიური ორნამენტებით. დასავლეთის მხრიდან ეკლესიაზე მიდგმულია გავითი, რომელიც აგებულია 1237-1261 წლებში ოვანეს ტაეცის მიერ. ღვთისმშობლის ეკლესიის გუმბათი დგას ცილინდრულ ბარაბანზე. საკურთხეველი განათებულია ორი სარკმლით.
სასაფლაო
რედაქტირებამონასტრიდან ჩრდილოეთით 200 მეტრში მდებარეობს სასაფლაო და მცირე სამლოცველო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- findarmenia.com — ნორ-ვარაგის მონასტერი დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. (რუსული)