ნორტონის ყურე
ნორტონის ყურე (ინგლ. Norton Bay) — ბერინგის ზღვის ყურე ალასკის დასავლეთ სანაპიროსთან, სიუარდის ნახევარკუნძულის სამხრეთით. სიგრძე 200 კილომეტრი, სიგანე 145 კილომეტრი, სიღრმე 10-20 მეტრი, მაქსიმალური 27 მეტრი. ნაპირები დაბალი და დანაწევრებულია, ბევრია კუნძული. ნოემბრიდან ივლისამდე დაფარულია ყინულით. ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზეა ქალაქი და ნავსადგური ნომი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 480.