ნორთერნის ხაზი
ნორთერნის ხაზი (ინგლ. Northern Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი შავადაა აღნიშნული. ხაზზე განლაგებული სადგურების დიდი ნაწილი ღრმა მიწისქვეშა ტიპისაა. თავისი სახელის მიუხედავად (ინგლ. North — ჩრდილოეთი), ხაზი არ ემსახურება ლონდონის უკიდურეს ჩრდილოეთით განლაგებულ სადგურებს, თუმცა, პარადოქსულად, ხაზი უკიდურეს სამხრეთით განლაგებულ სადგურებზე გადის და მდინარე ტემზის სამხრეთით მყოფი 29 სადგურიდან 16-ს ემსახურება. სულ 50 სადგურიდან, 36 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, იგი პირველია ქალაქში და ყოველწლიურად 206 734 000 მგზავრი გადაჰყავს.
ნორთერნი | |
---|---|
ფერი სქემაზე: | შავი |
გახსნის წელი: | 1890 |
ხაზის ტიპი: | ღრმა |
მოძრავი შემადგ.: | 1995 წლის |
მოქმედი სადგური: | 50 |
სიგრძე (კმ): | 58 |
სიგრძე (მილი): | 36 |
დეპოები: | გოლდერს გრინი მორდენი ჰაიგეიტი ეჯვერი ჰაი ბარნეტი |
მგზავრ. რაოდენობა: | 206 734 000 (წელიწადში) |
ტრანსპორტ ფორ ლონდონის რკინიგზის ხაზები | |