მეტროპოლიტენის ხაზი
მეტროპოლიტენის ხაზი (ინგლ. Metropolitan Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი იასამნისფრადაა აღნიშნული. მიუხედავად იმისა, რომ ხაზის თავდაპირველი მონაკვეთები ამჟამად ჰამერსმით-ენდ-სიტის, დისტრიქტის და წრიულ ხაზებს შორისაა გადანაწილებული, იგი მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენის უძველესი ხაზია, რომელიც 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ხაზი ალდგეიტიდან (ლონდონის სიტი) ამერშემის სადგურისკენაა გადაჭიმული, ხოლო ხაზის ცალკეული ტოტების ბოლო სადგურებია: უქსბრიჯი, ვატფორდი და ჩეშამი. დასაწყისში ხაზი ტუნელების ქსელს გადის, ხოლო ბეიკერ სტრიტიდან სადგურები მიწისზედაა. სულ 34 სადგურიდან, მხოლოდ 9 არის მიწისქვეშა. დატვირთვის მიხედვით, იგი მეცხრეა ქალაქში.
მეტროპოლიტენი | |
---|---|
ფერი სქემაზე: | იასამნისფერი |
გახსნის წელი: | 1863 |
ხაზის ტიპი: | მიწისქვეშა |
მოძრავი შემადგ.: | A |
მოქმედი სადგური: | 34 |
სიგრძე (კმ): | 66.7 |
სიგრძე (მილი): | 41.5 |
დეპოები: | ნისდენი |
მგზავრ. რაოდენობა: | 53 697 000 (წელიწადში) |
ტრანსპორტ ფორ ლონდონის რკინიგზის ხაზები | |