ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი
ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი (ინგლ. Hammersmith & City Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი ვარდისფრადაა აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ უწინ იგი მეტროპოლიტენის ხაზის ნაწილი იყო და შესაბამისად, მის შემადგენლობაშია მსოფლიოში უძველესი მონაკვეთი — მეტროსადგურ ფარინგდონიდან პადინგტონამდე, რომელიც 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ხაზი დასავლეთ ლონდონიდან აღმოსავლეთ ლონდონისკენაა გადაჭიმული. სულ 28 სადგურიდან, 14 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, იგი მეათეა ქალაქში.
ჰამერსმით-ენდ-სიტი | |
---|---|
ფერი სქემაზე: | ვარდისფერი |
გახსნის წელი: | 1863 |
ხაზის ტიპი: | მიწისქვეშა |
მოძრავი შემადგ.: | C |
მოქმედი სადგური: | 28 |
სიგრძე (კმ): | 26.5 |
სიგრძე (მილი): | 16.5 |
დეპოები: | ჰამერსმითი ნისდენი |
მგზავრ. რაოდენობა: | 45 845 000 (წელიწადში) |
ტრანსპორტ ფორ ლონდონის რკინიგზის ხაზები | |
ისტორია
რედაქტირებაჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი 1988 წლამდე მეტროპოლიტენის ხაზის განშტოება იყო, თუმცა ბოლო წლებში ის უფრო ცალკე ხაზის სახით ფუნქციონირებდა, რომლის ნაწილს ჰამერსმითიდან ბეიკერის ქუჩამდე და ლივერპულის ქუჩიდან ბარკინგმადე მეტროპოლიტენის ხაზი არ იყენებდა და, შესაბამისად, არც ამ ხაზის რუკაზე იყო დატანილი. ეს ხაზი ასევე იყენებდა C ტიპის ელმავლებს, ნაცვლად მეტროპოლიტენის ხაზის A ტიპის ელმავლებისა. ვინაიდან ეს ცვლილება შედარებით ახალია, მრავალ სადგურზე დღემდე შემორჩა ფირნიშები და ლითონის რუკები, რომლებიც მიხედვით ეს სადგურები მეტროპოლიტენის ხაზს ეკუთვნის.
ხაზის სახელწოდება მომდინარეობს ჰამერსმითისა და სიტის რკინიგზიდან (Hammersmith and City Railway - H&CR), 5 კმ სიგრძის ნაწილი ჰამერსმითის სადგურსა და ვესტბორნ პარკს შორის, რომელიც 1864 წელს გაიხსნა და რომელიც ერთობლივად ააგო და ექსპლოატაციას უწევდა მეტროპოლიტენი და სარკინიგზო კომპანია Great Western Railways 1864-68 წლებში.
მატარებლები
რედაქტირებასქემა
რედაქტირებასადგურები
რედაქტირებაჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
(დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ)
- ჰამერსმითი (გადასასვლელი: დისტრიქტის და პიკადილის ხაზებზე)
- გოლდჰოკ როუდი
- შეფერდს ბუშ მარკეტი
- ვუდ ლეინი
- ლეტიმერ როუდი
- ლედბროკ გროუვი
- უესტბურნ პარკი
- როიალ ოუკი
- პადინგტონი (National Rail) ( მატარებლები ჰითროუს აეროპორტის მიმართულებით)
უერთდება წრიულ და დისტრიქტის ხაზებს
- ეჯვარ როუდი (გადასასვლელი: წრიულ და დისტრიქტის ხაზებზე; დისტრიქტის ხაზის ბოლო გაჩერება)
- ბეიკერ სტრიტი (გადასასვლელი: ბეიკერლოოს, საიუბილეო და მეტროპოლიტენის ხაზებზე)
უერთდება მეტროპოლიტენის ხაზს
- გრეიტ პორტლენდ სტრიტი
- იუსტონ სკვერი (National Rail იუსტონი)
- კინგს კროს სენტ პანკრასი (National Rail)} ( მატარებლები გატვიკის და ლუტონის აეროპორტების მიმართულებით)
- ფარინგდონი (National Rail) ( მატარებლები გატვიკის და ლუტონის აეროპორტების მიმართულებით)
- ბარბიკენი (National Rail)
- მურგეიტი (National Rail)
- ლივერპულ სტრიტი (National Rail) ( მატარებლები სტანსტედის აეროპორტის მიმართულებით)
შორდება წრიულ და მეტროპოლიტენის ხაზებს; უერთდება დისტრიქტის ხაზს
- ელდგეიტ ისტი
- უაიტჩეპლი (კვირაობით ბოლო გაჩერება)
- სტეპნი გრინი
- მაილ ენდი
- ბოუ როუდი
- ბრომლი-ბაი-ბოუ
- ვესტ ჰემი (National Rail)
- პლეისტოუ
- აპტონ პარკი
- ისტ ჰემი
- ბარკინგი (National Rail)