ნორვეგიის პოლიტიკური სისტემა

ნორვეგია — საპარლამენტო დემოკრატიის კონსტიტუციური მონარქია, რომლის სახელმწიფო მეთაური მეფეა. მოსახლეობა ლუთერანული რელიგიის მიმდევარია. ქვეყნის საკანონმდებლო ძალაუფლებას განახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი — სტორტინგი, ხოლო აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის მთავრობას პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. მთავრობა მეფის მეთაურობით ქმნის განსაკუთრებულ ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს, რომლის ფუნქციებში შედის მნიშვნელოვანი კანონპროექტებისა და მართველობითი საკითხების განხილვა. ადმინისტრაციული კუთხით ნორვეგია დაყოფილია 19 პროვინციად - ფიულკედ. პროვინციების გარდა, ნორვეგიის შემადგენლობაში შედიან დამოკიდებული ტერიტორიები, კერძოდ კუნძული ბუვე, იან-მაიენი, შპიცბერგენი.

ნორვეგიის გერბი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება