ნოდარ ჟვანია
ქართველი მუსიკოსი, თბილისის მუსიკალური ათწლედის დირექტორი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორ
ნოდარ ჟვანია (დ. 26 მარტი, 1945, ქუთაისი) — ქართველი მუსიკოსი, თბილისის მუსიკალური ათწლედის დირექტორი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, ალტისტი.
ნოდარ ჟვანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 მარტი, 1945 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1964-1966 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კამერულ ორკესტრში; 1966 წლიდან სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრია; 1991-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონოსა და ალტის კეთედრის გამგე; წლების მანძილზე მოღვაწეობდა გერმანიის ქ. ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრში. როგორც სოლისტი, გამოდის კამერულ ორკესტრებთან ერთად, ამასთანავე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- 1974 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 2001 — ღირსების ორდენი
- საქართველოს სახალხო არტისტი
- ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის
- ლეო ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ბუდაპეშტი)
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 273
- წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ. 229