ნოდარ მგალობლიშვილი (არქიტექტორი)
ნოდარ მგალობლიშვილი (დ. 24 იანვარი, 1927, თბილისი — გ. დეკემბერი, 2000) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1976).
1952 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1952-1962 წლებში იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1961-1970 წლებში — „თბილზნიიეპის“ არქიტექტორი. 1970-1977 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, დეკანი, პროფესორი. 1977-1978 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1978 წელს — თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1993 წლიდან — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოებულია: ბრნოს (ჩეხოსლოვაკია) ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით (1972), ზაარბრიუკენის (გერმანია) ობერბურგომისტრის დიდი ოქროს მედლით (1979), სსრკ არქიტექტორთა კავშირის საკავშირო კონკურსის პრემიით (1986), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987), უნგრეთის სახელმწიფო პრემიით „პრო კულტურა ჰუნგარიკა“ (1988), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით (1989), გერმანიის ბუნდესტაგის მედლით. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი, წიგნები და ბროშურები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- ამერიკულ-ქართული მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-2000)
- არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (1997-2000)
- თბილისის მთავარი არქიტექტურის საბჭო, წევრი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საბჭო, წევრი
- რუსეთის არქიტექტორთა კავშირი, საპატიო წევრი (1998-2000)
- რუსეთის არქიტექტურისა და მშენებლობის მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი (1995-2000)
- სამეცნიერო წოდებების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
- საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნების საბჭო, წევრი
- საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი
- საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (1996-2000)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1970: მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
- 1976: საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
- 1985: იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1986: შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1997: ღირსების ორდენი
- 1998: მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 526.