თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი

თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი — ამიერკავკასიის მნიშვნელობის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. დაარსდა 1917 წლის 11 ივლისს, მეცადინეობა დაიწყო 1917 წლის 9 ოქტომბერს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ინსტიტუტი კერძო დაწესებულება იყო (ინახავდნენ კერძო შემოწირულობებითა და სწავლის ქირით). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის 1 ოქტომბერს რესპუბლიკის განსახკომის გადაწყვეტილებით ინსტიტუტი სახელმწიფო დაწესებულებად გამოცხადდა და მას თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ექოდა, 1922 წელს ვ. ი. ლენინის სახელი მიენიჭა. 1928 წელს ინსტიტუტმა შეწყვიტა არსებობა. მისი ტექნიკური პროფილის ფაკულტეტები შეუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის (შეიქმნა 1922) ბაზაზე დაარსებულ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს.

ლიტერატურა

რედაქტირება