ნოდარ ამაშუკელი

ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნოდარ ამაშუკელი (დ. 7 ივლისი, 1957, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

ნოდარ ამაშუკელი
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1957(1957-07-07) (67 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა არქიტექტორი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით.

1982-1983 წლებში მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ „კურორტპროექტის“ საქართველოს ფილიალში არქიტექტორად. 1983-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრიში არქიტექტორად. 1987-1991 წლებში შეთავსებით მუშაობდა ზურაბ წერეთლის შემოქმედებითი სახელოსნოს არქიტექტორად. 1991 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგად. 1996 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, არქიტექტურის სპეციალობით. 1995-1997 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს კრწანისის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მთავარი არქიტექტორი. 1997 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგედ. 2003 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. 2018 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანად. საქართველოს კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულების უმაღლესი გნათლების დარგობრივი საბჭოს წევრია. 2012 წელს იყო ვენეციის მე-13 არქიტექტურის ბიენალეს კურატორი. 2014 წლიდან არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორია. მისი მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა შემდეგი ობიექტები: სასტუმრო „ქარიშხალა“ დაბა ბაკურიანში, პიონერთა ბანაკი დაბა ქვიშხეთში, არქეოლოგიური მუზეუმი ვანში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო ბაზის პროექტი დაბა მისაქციელში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია ფოთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დაბა ქვიშხეთში, თოჯინების თეატრი თბილისში. 2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოცხადებული აქვს მადლობა. ავტორია მრავალი სტატიისა და პუბლიკაციის.

ჯილდოები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „კოლხური“ და „ფრიგიული“ სახლები: vitruvius II,I,4,5, თბ., 1996, გვ. 24

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 44-45

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ლევან დავითაშვილმა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის წოდებები დარგის 13 სპეციალისტს გადასცა“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 15 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)