ნიჭიერი (2017 წლის ფილმი)
ნიჭიერი (ინგლ. Gifted) — 2017 წლის ამერიკული კომედიურ - დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია მარკ უები, ხოლო სცენარის ავტორი ტომ ფლინი. ფილმში მონაწილეობას იღებენ: კრის ევანზი, მაკენა გრეისი, ლინდზი დანკანი, ჯენი სლეიტი და ოქტავია სპენსერი. ფილმის სიუჟეტი ნიჭიერი შვიდი წლის ბავშვის გარშემო ვითარდება. ფილმი გამოვიდა 2017 წლის 7 აპრილს, Fox Searchlight Pictures- ის მიერ, და მთელ მსოფლიოში 43 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
„ნიჭიერი“ | |
---|---|
ინგლ. Gifted | |
ჟანრი |
დრმა კომედია |
რეჟისორი | მარკ ვები |
პროდიუსერი |
კარენ ლუნდერი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | რობ საიმონსენი |
მწარმოებელი კომპანია |
TSG Entertainment |
დისტრიბუტორი | Fox Searchlight Pictures |
გამოსვლის თარიღი | 7 აპრილი, 2017 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 101 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 7 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 43 მილიონი აშშ დოლარი |
სამსახიობო ჯგუფი
რედაქტირება- კრის ევანზი - ფრანკ ადლერის როლში: მერის ბიძია, ეველინის ვაჟი და დაიანეს ძმა
- მაკკენა გრეისი - მერი ადლერის როლში: ფრანკის ნიჭიერი დისშვილი, დაიანეს ქალიშვილი და ეველინის შვილიშვილი
- ლინდზი დანკანი - ევენლინ ადლერი: მერის ბებია და ფრანკისა და დაიანეს დედა
- ჯენი სლეიტი - ბონი სტივენსონი: მერის მასწავლებელი
- ოქტავია სპენსერი - რობერტა ტაილორი: მერისა და ფრენკის მეზობელი
- მაიკლ კენდალ კაპლანი - ჯასტინ გილმორი: მერის კლასელი
- გლენ პლამერი - გრეგ კალენი, ფრანკის ადვოკატი
- ჯონ ფინი - ობერი ჰაიზმიტი: ეველინ ადლერის ადვოკატი მერის მეურვეობის საქმეზე
- ელიზაბეთ მარველი - გლორია დეივისი: სკოლის დირექტორი და ბონის უფორის
- ჯონ სკლაროფი - სეიმოურ შანკლენდი: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი
-
მაკკენა გრეისი
-
ლინდზი დანკანი
წარმოება
რედაქტირება2014 წლის დეკემბერში, ტომ ფლინის სცენარი, რომელიც ამ ფილმს საფუძვლად დაედო 70 ყველაზე ცუდ სცენარს შორის შეიტანეს.[1] 2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კრის ევანზი მიიღებდა მონაწილეობას ფილმში, ხოლო რეჟისორი მარკ ვები იქნებოდა.[2] 2015 წლის სექტემბერში მსახიობებს შეუერთდნენ: მაკენა გრეისი, ოქტავია სპენსერი, ლინდზი დანკანი და ჯენი სლეიტი [3][4] ხოლო 2015 წლის ნოემბერში ჯული ენ ემერი.[5]
გადაღებები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო სავანაში, ჯორჯიაში, ასევე ტიბის კუნძულზე, ჯორჯიაში[6] და დასრულდა 2015 წლის 20 ნოემბერს. გადასაღებ ადგილებს შორის შედიოდა მეი ჰოვარდის დაწყებითი სკოლა სავანაში და ემორის უნივერსიტეტი ატლანტაში.[7]
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედებები მიმდინარეობს პეტერბურგში, ფლორიდა, სცენარისტმა ტომ ფლინმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა პროდიუსერები ფლორიდაში გადაღებებზე, რადგან სახელმწიფო კინომატოგრაფებს მატერიალურ დახმარებას აღარ უწევდა; მცირე გადასახადების გამო მათ ჯორჯია აირჩიეს.[8]
მათემატიკოსი ჯორდან ელენბერგი, იყო ფილმის მათემატიკის კონსულტანტი;[9] ვები დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც წაიკითხა სტატია[10] The Wall Street Journal– ში და სთხოვა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება.[11] ელენბერგმა ასევე მიიღო მონაწილეობა როგორც პროფესორმა, რომელიც ლექციებს კითხულობდა დანაყოფის ფუნქციასა და რამანუჯანის კონგრესებზე.
ფილმის გამოსვლა
რედაქტირებაფილმის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2017 წლის 12 აპრილს, მაგრამ გადაიდო 2017 წლის 7 აპრილამდე.[12]
შემოსავალი
რედაქტირებანიჭიერი-მ გამოიმუშავა 24.8 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, სხვა ტერიტორიებზე 18 245 378, რამაც საერთო ჯამში 43 046 590 შემოსავალი მოიტანა.[13]
კრიტიკოსთა გამოხმაურება
რედაქტირებავებსაიტზე Rotten Tomatoes, ნიჭიერი–ს აქვს 73% –იანი მაჩვენებელი 173 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო ნიშანით 6.4 / 10. საიტის კრიტიკულ კონსენსუსში ნათქვამია: „ნიჭიერი არ არის ისეთივე კაშკაშა, როგორც მისი პატარა პროტაგონისტი," [14] Metacritic– ზე ფილმის საშუალო შეწონილი ქულაა 60 100-დან 22 მიმოხილვის საფუძველზე.[15] CinemaScore-ზე მაყურებელმა ფილმს „A" შეფასება მისცა A +-დან F-მდე მასშტაბით.[16]
კოლინ კოვერტმა Star Tribune- ის წარმომადგენელმა ფილმს 4-დან 3 ვარსკვლავი მიანიჭა და განაცხადა: „რა თქმა უნდა, ეს არის მარტივი, პირდაპირი ფილმი, მაგრამ ზოგჯერ ზუსტად ასეთი ფილმი გჭირდება."[17] ევანზის შესრულებაზე, ოუენ გლეიბერმანმა, Variety- სგან, თქვა: „კრის ევანზი, გაბრაზებული და გაბრწყინებული, თავის გასაპარს წვერთან ერთად, ძალიან დასამახსოვრებელ და თბილ შესრულებას გვთავაზობს, რომელიც „კაპიტანი ამერიკის " ფილმებში რ გვინახავს. " [18] რიჩარდ როპერმა ფილმი 4 ვარსკვლავიდან 4-ით შეაფასა და თქვა: „ნიჭიერი ჯერჯერობით წლის საუკეთესო ან ყველაზე დახვეწილი ან ყველაზე ორიგინალური ფილმი არ არის - მაგრამ ის შეიძლება ჩემი საყვარელი იყოს".[19]
ჯილდოები
რედაქტირებაჯილდო | ცერემონიის თარიღი | კატეგორია | მიმღები | შედეგი | Ref. |
---|---|---|---|---|---|
ონლაინ კინოსა და ტელევიზიის ასოციაციის ჯილდოები | 2017 წლის 5 თებერვალი | საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი | მაკკენა გრეისი | ნომინირებული | [20] |
Teen Choice Awards | 2017 წლის 13 აგვისტო | არჩევანის ფილმი: დრამა | ნიჭიერი | ნომინირებული | [21] |
Teen Choice Awards | 2017 წლის 13 აგვისტო | არჩევანის ფილმის მამაკაცი მსახიობი: დრამა | კრის ევანზი | ნომინირებული | [21] |
დოვილის ამერიკული კინოფესტივალი | 2017 წლის 1 სექტემბერი | საზოგადოების არჩევანის ჯილდო | ნიჭიერი | მოგებული | [22] |
ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდოები | 2017 წლის 17 დეკემბერი | საუკეთესო შესრულება | მაკკენა გრეისი | მოგებული | [23] |
ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდოები | 2017 წლის 17 დეკემბერი | ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება | მაკკენა გრეისი | მოგებული | [24] |
ფენიქსის კინოკრიტიკოსთა საზოგადოების ჯილდოები | 2017 წლის 17 დეკემბერი | წლის შეუმჩნეველი ფილმი | ნიჭიერი | მოგებული | [25] |
ქალ კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდოები | 2017 წლის 17 დეკემბერი | საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი | მაკკენა გრეისი | ნომინირებული | [26] |
კრიტიკოსების არჩევანის კინოჯილდოები | 2018 წლის 11 იანვარი | საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი | მაკკენა გრეისი | ნომინირებული | [27] |
NAACP Image Awards | 2018 წლის 15 იანვარი | საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში | ოქტავია სპენსერი | მოგებული | [28] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ford, Rebecca. (15 December 2014) The 2014 Black List Announced. ციტირების თარიღი: 12 October 2020
- ↑ Fleming, Mike Jr.. (17 August 2015) Marc Webb Sets Pic Pair: Chris Evans Set For ‘Gifted’; Jeff Bridges, Rosamund Pike & Miles Teller Circle ‘Only Living Boy’. ციტირების თარიღი: 8 October 2017
- ↑ Busch, Anita. (8 September 2015) Octavia Spencer & 9-Year-Old Mckenna Grace Join Marc Webb’s ‘Gifted’. ციტირების თარიღი: 8 October 2017
- ↑ Kroll, Justin. (15 September 2015) Jenny Slate Joins Chris Evans in Marc Webb’s ‘Gifted’ (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 8 October 2017
- ↑ 'Better Call Saul's' Julie Ann Emery Joins Chris Evans in Marc Webb's 'Gifted' (Exclusive) (5 November 2015). ციტირების თარიღი: 8 October 2017
- ↑ Chris Evans, Octavia Spencer begin filming 'Gifted' on Tybee Island. ციტირების თარიღი: 8 October 2017
- ↑ Locations. ციტირების თარიღი: April 8, 2019
- ↑ Movie "Gifted" set in St. Petersburg filmed in Georgia. Fox 13 (April 10, 2017). ციტატა: „Since Florida lawmakers put a stop to offering film incentives, productions, like "Gifted", have been forced to head north in search of a better deal.“ ციტირების თარიღი: April 8, 2019
- ↑ Brown, Gretchen (April 27, 2017). „UW-Madison professor part of formula for 'Gifted'“. Wisconsin Public Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 2, 2020. ციტირების თარიღი: September 2, 2020.
- ↑ Ellenberg, Jordan (May 30, 2014). „The wrong way to treat child geniuses“. The Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2016. ციტირების თარიღი: September 2, 2020.
- ↑ Jackson, Allyn (August 2017). „Ellenberg in movie 'Gifted'“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ ‘Gifted’ Trailer: Chris Evans Raising A Child Math Genius (November 1, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2017. ციტირების თარიღი: March 31, 2017
- ↑ "'Fate Of The Furious' Drives Five Wide Releases Off The Road With $38.6M Second Weekend". Deadline Hollywood. April 23, 2017.
- ↑ Gifted (2017). ციტირების თარიღი: January 5, 2017
- ↑ Gifted reviews. ციტირების თარიღი: July 15, 2017
- ↑ 'Fate of the Furious' Set to Repeat at No. 1 as Five New Releases Hit Theaters (April 20, 2017). ციტირების თარიღი: April 21, 2017
- ↑ „Mini reviews: 'Gifted' oozes empathy; 'After the Storm' lacks it entirely“. Star Tribune. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
- ↑ Gleiberman, Owen. (2017-03-30) Film Review: ‘Gifted’ en. ციტირების თარიღი: 2020-05-10
- ↑ „Young math whiz gets a lesson in division in gripping 'Gifted'“. Chicago Sun-Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-20.
- ↑ „22nd Annual Film Awards (2017) - Online Film & Television Association“.
- ↑ 21.0 21.1 Rebecca Rubin, JD Knapp; Rubin, Rebecca; Knapp, JD. (2017-08-14) Teen Choice Awards 2017: ‘Riverdale,’ Fifth Harmony Shut Out Competition. ციტირების თარიღი: 2018-09-06
- ↑ SIMONNE, Mika. HISTOIRE fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-06. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ „PFCS Awards – 2017“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ „PFCS Awards – 2017“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ „PFCS Awards – 2017“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2020-12-24.
- ↑ „Women Film Critics Circle Awards(2017)“.
- ↑ Hammond, Pete. (December 6, 2017) Critics’ Choice Awards Nominations: ‘The Shape Of Water’ Leads With 14; Netflix Tops TV Contenders. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: December 6, 2017
- ↑ NAACP Image Awards:The Complete Winners List. Variety.com (January 15, 2018). ციტირების თარიღი: January 15, 2018