ნიშა აიუბი
ნიშა აიუბი ( Nisha Ayub, დ. 5 აპრილი, 1979, მალაკა) — მალაიზიელი ტრანსგენდერების უფლებების აქტივისტი. „SEED“-ის საზოგადოებრივი ფონდისა და ტრანსგენდერების კამპანიის „სამართლიანობა დებისთვის“ თანადამფუძნებელი.[4] 2016 წელს მას მიენიჭა პრესტიჟული ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის.[5]
ნიშა აიუბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1979 (45 წლის) |
დაბადების ადგილი | მალაკა (შტატი) |
საქმიანობა | ქალთა უფლებების დამცველი, trans activist და ტრანსგენდერი სექს-მუშაკები |
მოქალაქეობა | მალაიზია |
ჯილდოები | International Women of Courage Award[1] , 100 ქალი[2] და Asia's Most Influential Malaysia[3] |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებანიშა აიუბი დაიბადა მალაკაში, მალაიზია 1979 წლის 5 აპრილს. იგი არის შერეული სისხლის ინდური, ცეილონური და მალაური წარმოშობის, მამის მხრიდან.[6] ნიშას ახსოვს, რომ ბავშვობაში ბოლივუდის სიმღერებზე ცეკვისას სელენდაგი ეცვა. მას მამა გარდაეცვალა, როდესაც ის ექვსი წლის იყო, ნიშა კი დედის ქრისტიანულმა ოჯახმა გაზარდა. დედამისი მოქცეული მუსლიმია. ცხრა წლის ასაკში ნიშამ მონაწილეობა მიიღო კოსტუმირებულ მასკარადში, ბალერინის შავ კაბასა და პარიკში. იმ მომენტში იგი მიხვდა, რომ ეს არის ნამდვილი ის.[6]
ბიოგრაფია
რედაქტირებაროგორც ტრანსგენდერი ქალი, ნიშას პრობლემები შეექმნა სამართალდამცავებთან ისლამური შარიათის კანონების დაცვასთან დაკავშირებით. შარიათის კანონის თანახმად, მამაკაცს ეკრძალება ქალის მსგავსად ჩაცმა ან მოქცევა, ასევე საზოგადოებაში გამოჩენა. ამ წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით 1000 რინგით (დაახლოებით 257 დოლარი) და თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ერთ წლამდე. შარიათის კანონი აღსრულებულია მთავრობის ისლამური რელიგიური განყოფილებების მიერ. ამ კანონის თანახმად, აიუბი 2000 წელს სამი თვით დააპატიმრეს.[7][8][9][10] სანამ ნიშა მამაკაცთა ციხეში იმყოფებოდა, მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელდა ციხის მცველისა და სხვა პატიმრების მიერ. აიუბმა ციხეში ყოფნის შესახებ ისაუბრა: „მათ მთხოვეს გაშიშვლება ყველას თვალწინ. დამცინეს, რადგან ჩემი სხეული არ შეესაბამება იმას, როგორიც უნდა იყოს ქალი და მამაკაცი“.[11]
აიუბი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს კონსულტაციებს, ატარებს ტრენინგებს პროფესიული კარიერის განვითარებისთვის, წყვეტს კლიენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს, ასევე უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.
აღიარება
რედაქტირება2015 წელს ნიშა აიუბს მიენიჭა „Human Rights Watch Alison Des Forges“-ის ჯილდო გამოჩენილი აქტივიზმისთვის მისი გაბედული ქმედებებისთვის მალაიზიის კანონების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევდნენ ადამიანების უფლებას იცხოვრონ მშვიდობიანად ზიანის და ჩაგვრის გარეშე. 2016 წელს მან ასევე მიიღო „ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის“. იგი იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
2016 წელს სან-დიეგომ 5 აპრილი გამოაცხადა ქალაქის დღედ — ნიშა აიუბის დღე. ამის შესახებ განცხადებაში სან- დიეგოს მერმა კევინ ფოლკონერმა თქვა: „ნიშა აიუბი აგრძელებს ბრძოლას თანასწორობისა და დაცვისთვის ყველა ადამიანისათვის მის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ“.[12] 2018 წელს, ლინა ვონგმა პუტრას უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის ლექტორმა და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის წამყვანმა ავტორმა პატრიკ კრუგმა, აღმოაჩინეს გასტროპოდის (ლოკოკინა) ზღვის შლაკის ახალი სახეობა, რომელიც თავს იცავს ზღვის წყალმცენარეებად გადაქცევით. მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ის ნამდვილად ახალი სახეობაა, მას დაარქვეს „Nishi Sacoproteus nishae“.[13] ზღვის ლოკოკინას ასე დაარქვეს წყალმცენარეებად შენიღბვის უნარის გამო,[14] როგორც „მცენარის სახით გადაფარებული ცხოველის საუკეთესო მაგალითი“. თავად ნიშა ამ ცხოველურ უნარს უკავშირებს იმას, თუ როგორ ცდილობს ტრანსგენდერი საზოგადოება იყოს საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი.[15]
2019 წელს ნიშა გახდა მალაიზიის ერთადერთი წარმომადგენელი BBC-ის 100 ქალის სიაში. ასე აღინიშნა მისი მუშაობა ადგილობრივი ტრანსგენდერული საზოგადოების დასახმარებლად.[16]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://2009-2017.state.gov/s/gwi/iwoc/2016/bio/index.htm
- ↑ BBC 100 Women 2019: Who is on the list this year? // BBC News Online — 2019.
- ↑ https://www.tatlerasia.com/people/nisha-ayub
- ↑ Nisha Ayub's tough fight for transgender rights is ongoing. ციტირების თარიღი: 2016-04-22
- ↑ Malaysian activist Nisha Ayub is first man to win US Women of Courage award. Asian Correspondent (2016-04-22). ციტირების თარიღი: 2016-04-22
- ↑ 6.0 6.1 10 things about: Nisha Ayub, transgender activist. Malay Mail Online (2016-04-24).
- ↑ „Malaysian court overturns law that banned cross-dressing“. The Guardian. 2014-11-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-08. ციტირების თარიღი: 2016-03-21.
- ↑ Nisha Ayub, Malaysia. Human Rights Watch (2015-08-10). ციტირების თარიღი: 2016-03-21
- ↑ „Nisha Ayub from Justice for Sisters“. ABC News. 2015-05-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-21. ციტირების თარიღი: 2024-05-04.
- ↑ Malaysian transgender women take their fight to court. Gender Identitywatch (2015-05). ციტირების თარიღი: 2016-03-21
- ↑ Stewart. (2015-01-29) Video: Malaysian prison turned her into a trans activist. 76 Crimes. ციტირების თარიღი: 2016-03-21
- ↑ April 5 is 'Nisha Ayub Day' in San Diego (2016-04-06). ციტირების თარიღი: 2024-05-04
- ↑ „Malaysian discovers sea slug species, names it after Nisha Ayub (VIDEO) | Malay Mail“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-04. ციტირების თარიღი: 2018-12-04.
- ↑ „Stunning new sea slug species look just like seaweed“. 2018-10-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-04. ციტირების თარიღი: 2018-12-04.
- ↑ Malaysian discovers sea slug species, names it after Nisha Ayub (VIDEO) (2018-12-04). ციტირების თარიღი: 2024-05-09.
- ↑ „Win for trans community: Malaysian activist Nisha Ayub on BBC 100 Women of 2019 list“. 2019-10-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-23. ციტირების თარიღი: 2019-10-23.