ნიუ-იორკის მე-20 საარჩევნო ოლქის სპეციალური არჩევნები (2009)
ნიუ-იორკის მე-20 საარჩევნო ოლქის სპეციალური არჩევნები ჩატარდა 2009 წლის 31 მარტს, რათა შეევსო კონგრესში ოლქის წარმომადგენლის ვაკანტური ადგილი, მას შემდეგ რაც წინა წარმომადგენელი, კირსტენ ჯილიბრენდი დაინიშნა აშშ-ის სენატორად ნიუ-იორკის შტატიდან. ჯილიბრენდმა ჩაანაცვლა ჰილარი კლინტონი, რომელმაც ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კაბინეტში სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაიბარა. ოლქის წარმოდგენისთვის ორი ძირითადი კანდიდატი იბრძოდა: ბიზნესმენი დემოკრატი სკოტ მერფი და ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი ჯიმ ტედისკო. თავიდან, არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატი ერის სანდუელიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიულეტენში მისი სახელი აღარ იყო.
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ოლქის ტერიტორია | ||||||||||||||||||||||
|
ნიუ-იორკის მეოცე საარჩევნო ოლქი ისტორიულად საკმაოდ კონსერვატიული იყო და ამიტომაც, თავდაპირველად, გამოკითხვებში ტედისკო ლიდერობდა, თუმცა უკვე 2009 წლის თებერვლისთვის ექსპერტები ორივე კანდიდატის გამარჯვების შესაძლებლობას თანაბრად მიიჩნევდნენ. რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევდნენ, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამიტომაც, ტედისკოს კამპანიას დაახმარეს საკმაოდ დიდი თანხა და არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი და 1994 წლის „რესპუბლიკური რევოლუციის“ შემოქმედი ნიუტ გინგრიჩი, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი და მომავალი სპიკერი ჯონ ბეინერი და ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ჯორჯ პატაკი. დემოკრატებმა, თავის მხრივ, მერფის მხარდასაჭერად კირსტენ ჯილიბრენდი, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოიყვანეს ასპარეზზე.
კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ორივე კანდიდატის აზრი ობამას ეკონომიკურ პოლიტიკასთან, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმასთან დაკავშირებით. მერფი გეგმის მხარდამჭერი იყო, ხოლო ტედისკო კამპანიის ბოლო ეტაპამდე საკუთარ აზრს არ აფიქსირებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა. ტედისკოს აზრით, მერფის გეგმისადმი მხარდაჭერამ განაპირობა ამერიკული საერთაშორისო ჯგუფის (ინგლ. American International Group, AIG) ბონუსებთან დაკავშირებული სკანდალი. ტედისკო აგრეთვე ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მერფის 90-იან წლებში დაარსებულ კომპანიებზე გადასახადები საერთოდ არ გადაუხდია. მერფი, თავის მხრივ, ხშირად იმეორებდა, რომ ტედისკოს საცხოვრებელი ადგილი ოლქში სულ არ მდებარეობდა.
არჩევნები იმდენად დაძაბული იყო, რომ ადრე მიცემული ხმების დათვლის შემდეგ, ორივე კანდიდატს 77,225 ხმა ჰქონდა. არჩევნების ბედი გადაწყვიტა „Absentee ballot“[კომ. 1]-ებმა, რომლებსაც 13 აპრილამდე იღებდნენ. თავდაპირველად, ტედისკო წინ იყო, თუმცა, 10 აპრილისთვის მერფი გაიჭრა წინ და უკვე 23 აპრილისთვის მას 401 ხმით მეტი ჰქონდა. მეორე დღეს, ტედისკომ მარცხი აღიარა, ხოლო 29 აპრილს მერფიმ უკვე ფიცი დადო და მოვალეობების შესრულებას შეუდგა. მერფის წარმატების მიზეზად ასახელებენ მის მხარდაწერას ობამასადმი და 2008 წლის არჩევნებში დემოკრატების ტრიუმფალურ ტალღას.
სიტუაცია არჩევნებამდე
2009 წლისთვის, მეოცე საარჩევნო ოლქში გაერთიანებული იყო კოლუმბიის, დათჩესის, დელავერის, ესექსის, გრინის, ოთსეგოს, რენსელაერის, სარატოგას, უორენისა და ვაშინგტონის რაიონები ან მათი ნაწილი.[1] გამომდინარე მოსახლეობის კონსერვატიული განწყობილებებიდან, ოლქს კონგრესში ძირითადად რესპუბლიკელები წარმოადგენდნენ(2002 წელს, ჯონ სუინიმ, იმ დროისთვის მოქმედმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელს ამ ოლქში დამარცხება არ შეუძლია[2]“), თუმცა, 2006 წლის შუალედურ არჩევნებზე, როცა დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატის კონტროლი მოიპოვეს, მოქმედი კონგრესმენი სუინი კონსერვატორმა დემოკრატმა კირსტენ ჯილიბრენდმა დაამარცხა.[3] 2008 წლის ნოემბრისთვის, ოლქში რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული წევრები და მხარდამჭერები დემოკრატებს 70,632-ით ჭარბობდნენ; თუმცა, 2002 წელს, როცა ოლქის ტერიტორია პირველად მოხაზეს, რესპუბლიკელების უპირატესობა უფრო დიდი, 93,337 ადამიანი იყო.[4][5] 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა ჯორჯ უოკერ ბუშმა დემოკრატი ჯონ კერი 8 პროცენტის სხვაობით დაამარცხა,[6] თუმცა, უკვე 2008 წელს დემოკრატმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკელ ჯონ მაკ-კეინზე 3 პროცენტის სხვაობით იმარჯვა (დაახლოებით 330 000 ხმიდან, ობამამ 10 000-ით მეტი მოიპოვა),[7] ხოლო ჯილიბრენდის უპირატესობა ოპონენტისადმი 2008-ში კიდევ უფრო დიდი იყო და 24 პროცენტი შეადგინა.[3]
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ბარაკ ობამას ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო დემოკრატთა პრაიმერში მისი უმთავრესი კონკურენტი, სენატორი ნიუ-იორკის შტატიდან და ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობზე წარედგინა. სახელმწიფო მდივნად გახდომისთვის, კლინტონს სენატორის პოსტის დატოვება მოუწია.[8] 2009 წლის იანვარში, კონგრესში ნიუ-იორკის მეოცე ოლქის წარმომადგენლის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა დეივიდ პიტერსონმა ჯილიბრენდი სენატორად კლინტონის მაგივრად დანიშნა.[3] 2009 წლის 23 თებერვალს, იმავე პიტერსონმა გამოაცხადა, რომ სპეციალური არჩევნები 2009 წლის 31 მარტს ჩატარდებოდა;[9] აღსანიშნავია, რომ შტატის კანონმდებლობის თანახმად, პიტერსონს შეეძლო, არჩევნები 2010 წლის ივლისამდე არ დაენიშნა.[10] „Rothenberg Political Report“-მა, ისევე როგორც „Cook Political Report“-მა ორივე კანდიდატის შანსები თანაბრად შეაფასა.[11][12]
კანდიდატები
პარტიების კანდიდატთა შერჩევისთვის გამოიყენებოდა ტიპური პრაიმერისგან განსხვავებული სისტემა: კანდიდატებს ირჩევდა პარტიის რაიონული კომიტეტი, რომლის არჩევნის მნიშვნელობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენი დარეგისტრირებული რესპუბლიკელი ან დემოკრატი ამომრჩეველი ცხოვრობდა რაიონში.[13]
რესპუბლიკური პარტია
კანდიდატობისთვის იბრძოდენ ნიუ-იორკის შტატის სენატის წევრი ბეთი ლიტლი და ჯონ ფასო, შტატის ასამბლეაში უმცირესობის ყოფილი ლიდერი და 2006 წელს გუბერნატორობის კანდიდატი.[14] აგრეთვე დადიოდა ხმები, რომ კენჭს იყრიდა ქალაქ ნიუ-იორკის მერის, მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგის ყოფილი თანაშემწე რიჩარდ ვაგერი და შტატის სენატის წევრი სტიფენ სალანდი.[15][16] ალექსანდრე „სენდი“ ტრედუელმა, შტატის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2008 წელს კონგრესის წევრობის კანდიდატმა გამოაცხადა, რომ ბრძოლაში ჩართვას არ აპირებდა.[17] 24 იანვარს, შტატის ასამბლეის უმცირესობის მოქმედმა ლიდერმა ჯიმ ტედისკომ მხარდაჭერა მიიღო სარატოგის რაიონის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარისგან,[18] ხოლო გრინის რაიონმა მხარი დაუჭირა ფასოს.[19]
საბოლოო გამარჯვებული 2009 წლის 27 იანვარს გამოვლინდა და ეს ჯიმ ტედისკო აღმოჩნდა.[20] ასამბლეაში იგი წარმოადგენდა 110-ე ოლქს, რომელიც მოიცავდა სარატოგას რაიონის დიდი ნაწილს.[21] ტედისკოს საცხოვრებელი ადგილი უშუალოდ მე-20 ოლქში არ მდებარეობდა, თუმცა, მის ტერიტორიაზე ის უძრავ ქონებას ფლობდა და გარდა ამისა, მისი წინა, 110-ე ოლქი საზღვრებში 20-ს დიდად ემთხვეოდა. კამპანიის დროს ტედისკოს საცხოვრებელი ადგილის საკითხს მაინც დიდი ყურადღება დაეთმო.[22]
დემოკრატიული პარტია
31 იანვარს, „The Post-Star“-მა დაწერა, რომ დემოკრატიული პარტიის შესაძლო კანდიდატთა სიაში ექვსი ადამიანიღა იყო დარჩენილი. 1 თებერვალს, პარტიის რაიონული განყოფილებების თავმჯდომარეები ექვსივეს ალბანიში შეხვდნენ და საბოლოო ჯამში, ნიუ-იორკის შტატის ზემო ნაწილის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი,[23] სკოტ მერფი აირჩიეს.[24][25][26] ცნობილია, რომ კანდიდატობის სურვილი აგრეთვე ჰქონდათ სარატოგის რაიონის დემპარტიის თავმჯდომარეს, ლარი ბულმანს,[15] „New York Rangers“-ის ყოფილ მოთამაშეს მაიკ რიხტერს,[15] ქალაქ ქოქსაქის საზედამხედველო საბჭოს წევრ ალექს ბეტკესა[27] და ტრეისი ბრუქსს.[16]
სხვა პარტიები
ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, ბიულეტენში შეიძლება ერთი და იმავე ადამიანი სხვადასხვა პარტიის კანდიდატი იყოს.[28][29] ნიუ-იორკის კონსერვატიულმა პარტიამ თავის კანდიდატად ჯიმ ტედისკო 9 თებერვალს დაასახელა,[30] ხოლო 17 თებერვალს მშრომელ ოჯახთა პარტიამ მხარი მერფის დაუჭირა.[31][32] 1 მარტს, მე-20 ოლქში რესპუბლიკურისა და დემოკრატიულის შემდეგ ყველაზე გავლენიანმა[33] დამოუკიდებლობის პარტიამ მხარი მერფის დაუჭირა.[34] ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პარტიამ ამ ოლქში მხარი დემოკრატს დაუჭირა.[35]
ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატი ნიუ-იორკის განყოფილების თავმჯდომარე ერიკ სანდუელი იყო. თუმცა, 25 მარტს იგი ბიულეტენიდან ამოიღეს, რადგანაც მის მიერ შეგროვებული 6,730 ხელმოწერიდან 3,786 ხარვეზით იყო.[36] შტატის კანონმდებლობის მიხედვით, კონგრესის არჩევნებში მონაწილე უპარტიო კანდიდატებმა ბიულეტენში მოსახვედრად მინიმუმ 3,500 უხარვეზო ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.[37] სანდუელის 6000 ხელმოწერასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა სატაროგას რაიონის ორმა მცხოვრებმა; სანდუელმა მის წინააღმდეგ კამპანიის წარმართვაში ტედისკო დაადანაშაულა.[38] ხარვეზიანად მიჩნეული ხელმწერების უმრავლესობის პრობლემა იყო ის, რომ ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს, თავიანთ მისამართად წერდნენ ადგილს, სადაც ფოსტას იღებდნენ და არა ადგილს, სადაც იმ პერიოდისთვის რეალურად ცხოვრობდნენ. „Absentee Ballot“-ები, რომლებიც სანდუელის მხარდასაჭერად გაგზავნეს, ანულირებული იყო.[36] 27 მარტს, სანდუელმა გამოაცხადა რომ არჩევნებში ხმას მერფის მისცემდა და მხარდაჭერებს მოუწოდა, ასევე გაეკეთებინათ.[39]
საარჩევნო კამპანია
საარჩევნო შტაბები ოთხ დებატზე შეთანხმდნენ.[40] პირველი ჩატარდა 2 მარტს ტედისკოსა და მერფის შორის.[41][42] მეორე, რომლის სპონსორებიც WHMT და „Times Union“ იყვნენ, 19 მარტს ჩატარდა და მასში მონაწილებოა მერფიმ და ლიბერტარიანელმა სანდუელმა მიიღეს.[40][43][44] ტედისკო ამ დროს ამომრჩევლებთან შეხვედრა ჩაატარა და დებატებს არ დაესწრო, რის მიზეზადაც დაასახელა, რომ ფორმატი არ შეეფერებოდა იმას, რაზეც თავდაპირველად შეთანხმდნენ.[45] მესამე დებატი 23 მარტს,[46][47] ხოლო საბოლოო 26 მარტს შედგა.[48][49]
ორივე პარტიის სტრატეგოსები მიიჩნევდნენ, რომ არჩევნების შედეგი იქნებოდა „პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის რეფერენდუმი“. რესპუბლიკური ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ სტილმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო პირველი იმ სამი „უმნიშვნელოვანესი არჩევნებიდან“, რომელიც რესპუბლიკელებს უნდა მოეგოთ.[50] რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობისთვის არჩევნები მართლაც მნიშვნელოვანი იყო და ტედისკოს კამპანიისთვის სახსრების მოძიებაში ეხმარებოდნენ მაიკლ სტილი, ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ჯორჯ პატაკი, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჯონ ბეინერი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი. სტილი ოლქს ორჯერაც კი ეწვია.[51] მერფის სახსრების მოძიებაში სენატორი ჩაკ შუმერი დაეხმარა, ხოლო კირსტენ ჯილიბრენდი მის სასარგებლოდ აგიტაციაში იყო ჩართული.[51] არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ბარაკ ობამამ წერილი მისწერა მხარდამჭერებს და მოუწოდა,[52] მერფისთვის მიეცათ ხმა და მის კამპანიას დახმარებოდნენ.[53] 25 მარტს, გამოვიდა რადიორეკლამა, სადაც მხარდაჭერა მერფის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღუთქვა. იმავე დღეს, დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ტიმ კეინმა პარტიის 500 უმსხვილეს შემომწირველს მისწერა და მერფის დახმარება სთხოვა.[54]
რესპუბლიკურმა ნაციონალურმა კომიტეტმა ტედისკოს კამპანიაზე 100 000 აშშ დოლარი დახარჯა,[56] ხოლო დემოკრატთა საკონგრესო კამპანიის კომიტეტმა მერფის კამპანიისთვის 150 000 დოლარი გაიღო.[57] მომსახურების სფეროს საერთაშორისო პროფკავშირმა მერფის 315 000 შესწირა,[58] ხოლო ნიუ-იორკის შტატის მასწავლებელთა გაერთიანებამ წევრებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ცხოვრების უფლების ეროვნულმა ორგანიზაციამ, რესპუბლიკელთა ნდობის ეროვნულმა ორგანიზაციამ და ნიუ-იორკის შტატის ცეცხლსასროლი იარაღის ორგანიზაციამ ტედისკოს მხარდასაჭერი რეკლამები და წერილები დააფინანსა.[59]
ორივე კანდიდატი ცდილობდა ოპონენტის ნაკლზე გაემახვილებინა ყურადღება. რესპუბლიკელები ხშირად იხსენებდნენ, რომ მერფიმ 1990-იან წლებში, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით დაარსებული კომპანიის გადასახადების გადახდა ვერ მოახერხა და ადარებდნენ მას ობამას ადმინისტრაციის სამ მაღალჩინოსანს, რომელთაგანაც არც ერთს გადასახადები არ გადაუხდია.[60] ტედისკო აგრეთვე აღნიშნავდა, რომ მერფი ხშირად არჩევნებზე სულაც არ დადიოდა.[61] ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელთა ნაციონალურმა საკონგრესო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ მერფის პოზიცია არ დაუფიქსირებია 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და 2000-03 წლებში შვიდ სხვადასხვა პრაიმერსა თუ არჩევნებში.[62] მალევე, ტედისკომ გამოაცხადა, რომ მისი შტაბი თავად იზრუნებდა სარეკლამო კამპანიაზე და ამის უფლებამოსილებას საკოგრესო კომიტეტისგან გადმოიბირებდა. მიზეზი გახდა ის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში ტედისკო პოზიციებს კარგავდა და პრობლემას კომიტეტის სარეკლამო საქმიანობაში ხედავდა.[63]
კამპანიის პირველ თვეებში, მერფი ხშირად აკრიტიკებდა ტედისკოს იმის გამო, რომ უკანასკნელი თავდაპირველად უარს ამბობდა, დაეფიქსირებინა პოზიცია ბარაკ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.[61] როდესაც 16 მარტს ტედისკომ გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ობამას „ამერიკის აღორძინებისა და რეინვესტირების“ პროექტს, მერფიმ დაწერა: „უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ასამბლეის წევრ ტედისკოს თვეზე მეტი დასჭირდა, რათა ბოლოს და ბოლოს ეღიარებინა, რომ ხმას „არას“ მისცემდა“.[64] მერფის კამპანია აგრეთვე ცდილობდა, ტედისკო კარიერისტ პოლიტიკოსად გაესაღებინა.[65]
მარტის შუა პერიოდში, გამოაშკარავდა, რომ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამით გათვლილი სასხრები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიდიოდა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული კომპანიების დახმარებას ისახავდა მიზნად, ზოგიერთი კომპანიის ტოპ-მენეჯმენტისთვის დიდ ბონუსებსაც ითვალისწინებდა.[66] 19 მარტს, ტედისკო აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ტიმოთი გეიტნერის გადადგომის თხოვნით გამოვიდა,[67] ხოლო მერფიმ განაცხადა, რომ სტიმულირების პროგრამა აუცილებელი იყო სამუშაო ადგილების შესაქმნელად.[68]
მედიასაშუალებების მხარდაჭერა
- 2009 წლის 22 მარტს ქალაქ კინგსტონში მდებარე გაზეთმა „Daily Freeman“-მა გამოაცხადა: „სპეციალური არჩევნები მე-20 საარჩევნო ოლქში არის რეფერენდუმი ობამას სტიმულირების პროგრამასთან დაკავშირებით“ და მერფის გამოუცხადა მხარდაჭერა, რადგანაც იგი ამ შემთხვევაში ობამას მომხრე იყო.[69]
- 2009 წლის 22 მარტს „Poughkeepsie Journal“-მა გამოთქვა სურვილი, „ნებისმიერ პოლიტიკურ ინსტიტუტში ყოფილიყო გულწრფელი, დისიდენტური აზროვნების ხალხი, რომელიც უმრავლესობას გზიდან აცდენის საშუალებას არ მისცემს“ და მხარი ტედისკოს დაუჭირა.[70]
- 2009 წლის 26 მარტს გლენ ფოლზში მდებარე „The Chronicle“-მა ფავორიტად ტედისკო დაასახელა და მას „არა იდეალური, თუმცა უკეთესი კანდიდატი“ უწოდა.[71]
- 2009 წლის 26 მარტს „The New York Post“-მა ტედისკოს დაუჭირა მხარი და უწოდა მას „ბევრად უფრო უკეთესი არჩევანი ძირითადად კონსერვატიული ოლქისთვის“.[72]
- 2009 წლის 26 მარტს საკუთრების გადასახადის შემცირებისა და „STAR“-ის პროგრამის ტედისკოს მიერ მხარდაჭერის გამო, „The Times Union“ გვერდით დაუდგა მერფის, „კანდიდატს, რომელიც ბატონ ობამასთან იმუშავებს დასახული მიზნების მისაღწევად“.[73]
- 2009 წლის 29 მარტს „The Post-Star“-მა აღნიშნა, რომ „კონგრესში საჭირო იყო გამოცდილი და ეფექტიანი წევრი“ და მხარი ტედისკოს დაუჭირა.[74]
- 2009 წლის 29 მარტს „The Saratogian“-მა, მოხიბლულმა მისი „საჯარო სამსახურით, გამოცდილებითა და პოლიტიკური ფილოსოფიით“ ტედისკოს დაუჭირა მხარი.[75]
- 2009 წლის 29 მარტს „Troy Record“-მა დაწერა, რომ „ტედისკოს ისტორია გვიჩვენებს, რომ ვაშინგტონში იგი კონტროლისა და ბალანსის მომტანი იქნება“ და მხარი მას დაუჭირა.[76]
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები
წყარო | ჩატარების თარიღი | სკოტ მერფი (დ) | ჯიმ ტედისკო (რ) | ერიკ სანდუელი (ლ) |
---|---|---|---|---|
Siena Research Institute[77] | 25-26 მარტი[78] | 47% | 43% | 2% |
Siena Research Institute[79] | 9-10 მარტი[80] | 41% | 45% | 1% |
Benenson Strategy Group‡[51] | 24-25 თებერვალი[51] | 37% | 44% | 4% |
Siena Research Institute[81] | 18-19 თებერვალი[82] | 34% | 46% | არ არის |
Public Opinion Strategies†[83] | 3-4 თებერვალი[83] | 29% | 50% | არ არის |
† ჩატარდა ტედისკოსა და რესპუბლიკური ნაციონალური საკონგრესო კომიტეტის დაკვეთით
‡ ჩატარდა დემოკრატიული საკონგრესო კამპანიების კომიტეტის დაკვეთით
არჩევნების დღე
ყველა უბნის თავდაპირველი დათვლის შემდეგ, მერფი დაახლოებით 150,000 დაფიქსირებული ხმიდან 60-ით იყო წინ.[84][85] მეორე დღეს, კოლუმბიის რაიონის საარჩევნო კომისიამ მონაცემები შეცვალა და მერფის უპირატესობა 25 ხმამდე შემცირდა.[86] კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ ერთ მომენტში შტატის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მათ ხმათა თანაბარი რაოდენობა (77,225) ჰქონდათ.[87] 2 აპრილისთვის, ტედისკო 12 ხმით იყო წინ. 5 აპრილს, იგი გადადგა შტატის ასამბლეის უმცირესობის ლიდერის თანამდებობიდან, რათა კონგრესში გადასასვლელად დაეწყო მომზადება.,[88] ახალი ლიდერი ბრაიან კოლბი გახდა.[89] 7 აპრილისთვის, ტედისკო 97 ხმით იყო წინ.[90] ამდენად მცირე სხვაობა ნიშნავდა, რომ არჩევნების ბედს „Absentee ballot“-ები გადაწყვეტდა.[91]
ყველა ბიულეტენი, „Absentee ballot“-ები და ხმისმიცემის აპარატები სასამართლოს განჩინებითა და ადგილობრივი რესპუბლიკელების მოთხოვნით ცალკეული უბნებიდან ამოიღეს. სასამართლოს განჩინებით, „Absentee ballot“-ები დაითვალეს რაიონების ცენტრში და არა ცალკეულ უბნებში.[91] ამომრჩეველთათვის გაგზავნილი 10 000 „Absentee ballot“ უბნებმა უკან მიიღეს.[85] აშშ-ში „Absentee ballot“-ები 7 აპრილამდე უნდა მიეღოთ, ხოლო დედლაინი საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელებისთვის 13 აპრილამდე იყო.[92] ამ ხმების დათვლა დაიწყო 8 აპრილს, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს განჩინებითა და მერფის კამპანიის მოთხოვნით.[93]
ხმების დათვლისას, დაახლოებით 600-ის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენეს,[94] მათ შორის იყო სენატორ კირსტენ ჯილიბრენდისაც.[95] 23 აპრილს, მერფი 401 ხმით გაიჭრა წინ,[96] ტედისკომ კი მარცხი მეორე დღეს აღიარა.[97] მერფიმ ფიცი 29 აპრილს დადო.[98] საბოლოო შედეგები მაისში გამოქვეყნდა – მერფის ხმა 80,833 ამომრჩეველმა (50.23%) მისცა, ხოლო ტედისკომ 80,107 (49.77%) ამომრჩევლის ნდობა დაიმსახურა..[99]
|
|
ნიუ-ორკის მე-20 საარჩევნო ოლქის სპეციალური არჩევნები[99] | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
დემოკრატიული | სკოტ მერფი | 80,833 | 50.23 | ||
რესპუბლიკური | ჯიმ ტედისკო | 80,107 | 49.77 |
არჩევნების შემდეგ
მერფის გამარჯვებას მიაწერდნენ 2008 წელს ბარაკ ობამასა და დემოკრატების საარჩევნო წარმატებების ინერციულ ეფექტს,[110] ეკონომიკის სტიმულირების გეგმისადმი მის მხარდაჭერას[111] და ტედისკოს გაუგებარ პოზიციას ამავე გეგმასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელთა მარცხს აგრეთვე მიაწერდნენ იმას, რომ ტედისკო პარტიის კანდიდატი გახდა საარჩევნო პროცესის მანიპულაციის გზით.[112] „Wall Street Journal“-მა თავის სტატიაში დაწერა, რომ „ალბანის კარიერისტის“ რეპუტაციამ და დამაბნეველმა საარჩევნო რეკლამებმა ტედისკოს ხელი შეუშალა.[113] მისი მარცხის შემდეგ, დემოკრატებს გაუჩნდათ იმედი, რომ შემდეგ არჩევნებზე მოახერხებდნენ ასამბლეაში ტედისკოს ადგილის დაკავებასაც.[114]
ფიცის დადების შემდეგ, მერფიმ თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კამპანიის მენეჯერი ტოდ შულტე დანიშნა.[115] გუბერნატორ დეივიდ პატერსონის ერთ-ერთი დამხმარე, მეგი მაკ-კონი მან კომუნიკაციების დირექტორად აირჩია.[116] ოლქში თავის რწმუნებულად მერფიმ რესპუბლიკელი რობ შოლცი მიავლინა.[117] არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, მერფიმ ოფისები გახსნა ქალაქებში სარატოგაში, სპრინგზში და ჰადსონში.[118][119] მერფის მოღვაწეობა პალატაში მოკლე აღმოჩნდა: 2010 წლის შუალუდერ არჩევნებში იგი გადამდგარმა პოლკოვნიკმა, კრის გიბსონმა დაამარცხა.[120]
კომენტარები
- ↑ პირები, რომლებიც ვერ (ან არ) ახერხებენ არჩევნების დღეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას, ხმას არჩევნებამდე აძლევენ. ამ ხმების დათვლა ხდება არჩევნების დღეს დაფიქსირებული ხმების შემდეგ)
სქოლიო
- ↑ Congressional District 20 (PDF). National Atlas of the United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2014. ციტირების თარიღი: November 16, 2010.
- ↑ Romano, Andrew (November 3, 2010). „Murphy's Law: One Democrat's defeat explains how the party lost the House“. Newsweek. The Newsweek Daily Beast Company. ციტირების თარიღი: November 14, 2010.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Steinhauser, Paul (January 23, 2009). „Gillibrand's House seat could be GOP opportunity“. CNN. Atlanta, GA: Turner Broadcasting System. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2014. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ NYSVoter Enrollment by Congressional District, Party Affiliation and Status (PDF). New York State Board of Elections (November 1, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Total Enrollment by Congressional District (PDF). New York State Board of Elections (January 28, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Barone, Michael (January 26, 2009). „Political Bloodlines of Kirsten Gillibrand, Senator From New York“. U.S. News & World Report. Washington, DC: Kerry F. Dyer. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 5, 2009. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ L, James. (January 23, 2009) NY-20: Traditionally Red District Turned Blue in 2008. Swing State Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ „Obama's Former Rival Clinton Joins His Team“. The Washington Post. December 2, 2008. ციტირების თარიღი: December 28, 2010.
- ↑ Paterson, David A.. (February 23, 2009) Special Election Twentieth Congressional District Proclamation (PDF). State of New York Executive Chamber. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2009. ციტირების თარიღი: March 12, 2009.
- ↑ Seiler, Casey (January 27, 2009). „Paterson: No hard timeline for 20th special election“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ 2010 House Ratings. The Rothenberg Political Report. Stuart Rothenberg] (February 25, 2009). ციტირების თარიღი: March 11, 2009.
- ↑ 2010 Competitive House Race Chart. The Cook Political Report (February 5, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 6, 2012. ციტირების თარიღი: March 11, 2009.
- ↑ Cadei, Emily (January 26, 2009). „New York Party Bosses to Choose Ballot Names“. CQ Politics. Washington, DC: Congressional Quarterly. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2016. ციტირების თარიღი: February 11, 2009.
- ↑ „Betty Little Announces Plans To Replace Gillibrand“. WPTZ. Plattsburgh, NY: Hearst Television. January 23, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 18, 2011. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Thompson, Maury (January 23, 2009). „Bulman, Richter may seek Gillibrand's seat“. The Post-Star. Glens Falls, NY: Lee Publications, Inc. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ 16.0 16.1 Kurtz, Josh (January 22, 2009). „GOP Optimistic About Possible Gillibrand Special Election“. Roll Call. Washington, DC: Economist Group. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ Gonzales, Nathan L. (January 24, 2009). „New York 20: Treadwell Not Running“. The Rothenberg Political Report. Washington, DC: Stuart Rothenberg. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ Thompson, Maury (January 24, 2009). „Saratoga County GOP backs Tedisco“. The Post Star. Glens Falls, NY: Lee Publications, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2009. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ O'Brien, Tim (January 24, 2009). „Greene County GOP goes with Faso“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ Schick, Curtis (January 28, 2009). „GOP picks Tedisco to run on Republican ticket“. YNN Capital Region. Albany, NY: Time Warner Cable. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2012. ციტირების თარიღი: January 30, 2009.
- ↑ District Map. New York State Assembly. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2013. ციტირების თარიღი: October 28, 2010.
- ↑ Karlin, Rick (January 22, 2009). „Gillibrand gaining steam“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: October 28, 2010.
- ↑ DeMare, Carol (February 2, 2009). „Democrats tap new face in 20th District“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. p. A1. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2014. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ Schick, Curtis (February 2, 2009). „Democrats choose Murphy for 20th district race“. YNN Capital Region. Albany, NY: Time Warner Cable. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 31, 2013. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ Thompson, Maury (January 31, 2009). „Democratic candidate list shrinks“. The Post Star. Glens Falls, NY: Lee Publications, Inc. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ Rep. Scott Murphy (D-NY 20th District). Congress.org. Economist Group. ციტირების თარიღი: October 28, 2010.
- ↑ Benjamin, Elizabeth (January 23, 2009). „20th CD Jockeying Begins“. Daily News. New York, NY: Mortimer Zuckerman. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2012. ციტირების თარიღი: November 4, 2010.
- ↑ Dudley, Barbara (2006). „An Old-time Remedy for our Electoral System: Fusion Voting“ (PDF). Oregon's Future. Willamette University: 13–14. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — March 16, 2012. ციტირების თარიღი: October 30, 2010.
- ↑ Kornacki, Steve (April 13, 2009). „Mike Bloomberg: Independent, Except for All the Party Labels“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 30, 2010.
- ↑ Spector, Joseph (February 9, 2009). „Tedisco Gets Conservative Nod“. The Journal News. White Plains, NY: Gannett Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (February 17, 2009). „Working Families Party Backs Murphy, But Independence Line Still In Play“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ „New York Working Families Backs Scott Murphy for Congress“ (პრეს-რელიზი). Working Families Party. February 17, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 18, 2009. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Brown, Nathan (ივნისი 17, 2010). „State Independence Party backs Murphy“. Adirondack Daily Enterprise. Saranac Lake, NY: AdirondackDailyEnterprise. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 19, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 29, 2010.
- ↑ Hornbeck, Leigh (March 1, 2009). „Murphy wins the Independence endorsement in 20th CD“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Benjamin, Elizabeth (March 1, 2009). „Murphy Wins Indy Line Battle“. Daily News. New York, NY: Mortimer Zuckerman. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2012. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ 36.0 36.1 Hornbeck, Leigh (March 26, 2009). „Libertarian removed from ballot“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. p. A3. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2012. ციტირების თარიღი: October 26, 2010.
- ↑ N.Y. Elec. L. § 6-142(2)(e) (PDF). State of New York 2008 Election Law გვ. 176. New York State Board of Elections. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2014. ციტირების თარიღი: March 26, 2009.
- ↑ Liu, Irene Jay (March 27, 2009). „Sundwall endorses Murphy“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation.
- ↑ Sundwall, Eric. (March 27, 2009) Campaign Statement. sundwall4congress.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 3, 2009. ციტირების თარიღი: April 30, 2009.
- ↑ 40.0 40.1 Hornbeck, Leigh (March 3, 2009). „Scott Murphy will be at least one debate by himself: updated“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 3, 2009). „In First Debate, Murphy Presses Tedisco on Stimulus, of Course“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 3, 2009). „Not Much Daylight Between Tedisco and Murphy in the First Debate“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 4, 2009). „A Libertarian Wants the Tedisco Spot in a Congressional Debate“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Hornbeck, Leigh (March 18, 2009). „Sundwall and Murphy to debate, Tedisco doing his own thing“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 19, 2009). „Instead of the Murphy-Sundwall Debate, '3D' Tedisco Plans 'People's Town Hall'“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 4, 2009). „At Forum, Murphy's Stimulus Is Tedisco's Pork“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Schick, Curtis (March 25, 2009). „Murphy and Tedisco debate as election date challenged“. YNN Capital Region. Albany, NY: Time Warner Cable. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 31, 2013. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Schick, Curtis (March 27, 2009). „20th District candidates meet for final debate“. YNN Capital Region. Albany, NY: Time Warner Cable. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2012. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 4, 2009). „In the Last Debate, Murphy Echoes Obama, Tedisco Cites Experience“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ „Steele Focused on 3 Critical Races in Rebuilding GOP“. Fox News. News Corporation. იანვარი 31, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 30, 2009.
- ↑ 51.0 51.1 51.2 51.3 Bresnahan, John (March 11, 2009). „Dem closing in key N.Y. House race“. Politico. Arlington, VA: Allbritton Communications. ციტირების თარიღი: March 12, 2009.
- ↑ Spector, Joseph (March 25, 2009). „Obama For Murphy“. The Journal News. White Plains, NY: Gannett Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: March 25, 2009.
- ↑ Sam Stein (March 25, 2009). „Obama Flexes Political Muscle, Enters NY Congressional Race“. Huffington Post.
- ↑ Martin, Jonathan (March 25, 2009). „Biden cuts radio ad in New York race“. Politico. Arlington, VA: Allbritton Communications. ციტირების თარიღი: March 26, 2009.
- ↑ Liu, Irene Jay (March 28, 2009). „Gillibrand campaigns for Murphy“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: October 31, 2010.
- ↑ „RNC Invests in Northeast“ (პრეს-რელიზი). Republican National Committee. March 12, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2011. ციტირების თარიღი: March 12, 2009.
- ↑ „SEIU spends $90K in NY-20“. The Hill. Washington, DC: Francine M. McMahon. March 12, 2009. ციტირების თარიღი: March 17, 2009.
- ↑ Fund, John (March 28, 2009). „New York Has a Referendum on Obama“. The Wall Street Journal. New York, NY: Les Hinton. ციტირების თარიღი: May 15, 2009.
- ↑ Harris, Alisa (April 1, 2009). „Going into overtime“. WORLD Magazine. Asheville, NC: Nickolas S. Eicher. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Kraushaar, Josh (February 5, 2009). „Murphy is GOP's next tax target“. Politico. Arlington, VA: Allbritton Communications. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ 61.0 61.1 Halbfinger, David M. (February 23, 2009). „Stimulus Is Early Focus in Race for Gillibrand's Seat“. The New York Times. New York, NY: Arthur Ochs Sulzberger, Jr. ციტირების თარიღი: February 24, 2009.
- ↑ Zarnowski, Tatiana (February 19, 2009). „National GOP accuses Murphy of missing elections in 2000-03“. The Daily Gazette. Schenectady, NY: John E.N. Hume III. ციტირების თარიღი: February 24, 2009.
- ↑ Thompson, Maury (March 12, 2009). „Tedisco shakes up campaign after drop in Siena poll“. The Post-Star. Glens Falls, NY: Rick Emanuel. ციტირების თარიღი: November 1, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (March 16, 2009). „Murphy: Tedisco's Delay Was 'Shameful'“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (მარტი 11, 2009). „Tedisco Blasts Murphy Over Ad“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 29, 2010.
- ↑ Sidoti, Liz (March 22, 2009). „NY election seen as referendum on stimulus“. Associated Press. ციტირების თარიღი: April 30, 2009.
- ↑ Benjamin, Elizabeth (March 19, 2009). „Tedisco Targets Geithner On AIG, Murphy Targets Tedisco On Stimulus“. Daily News. New York, NY: Mortimer Zuckerman. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 21, 2009. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Good, Chris (March 20, 2009). „Bonus Backlash: Dem Strategy“. The Atlantic. Atlantic Media Company. ციტირების თარიღი: November 1, 2010.
- ↑ „Editorial: Murphy for Congress“. Daily Freeman. Kingston, NY: Journal Register Company. March 22, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 20, 2012. ციტირების თარიღი: March 31, 2009.
- ↑ „Editorial: Tedisco is best choice for Congress“. Poughkeepsie Journal. Poughkeepsie, NY: Gannett Company. მარტი 22, 2009. p. A12. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2012. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 26, 2009.
- ↑ Frost, Mark (March 26, 2009). „Scoop: Tedisco for Congress“ (PDF). The Chronicle. Glens Falls, NY: Lone Oak Publishing Co., Inc. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ „Tedisco For The 20th“. New York Post. New York, NY: Paul Carlucci. March 26, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 20, 2012. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ „Editorial: Scott Murphy in the 20th“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. March 29, 2009. p. B4. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2012. ციტირების თარიღი: March 29, 2009.
- ↑ „Tedisco is the choice“. The Post-Star. Glens Falls, NY: Lee Publications, Inc. March 29, 2009. ციტირების თარიღი: March 29, 2009.
- ↑ „Political Endorsement: Public service, experience“. The Saratogian. Saratoga Springs, NY: Journal Register Company. March 29, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 19, 2012. ციტირების თარიღი: March 29, 2009.
- ↑ „Editorial: Tedisco gets our nod for congressional seat“. Troy Record. მარტი 29, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 20, 2012. ციტირების თარიღი: აპრილი 5, 2009.
- ↑ Liu, Irene Jay (March 27, 2009). „Murphy now leads by Tedisco 4 points“. Times Union. Albany, NY. ციტირების თარიღი: March 27, 2009.
- ↑ „Siena New York 20th Congressional District Poll: Murphy Takes 4-Point Lead Over Tedisco in Final Week“ (PDF) (პრეს-რელიზი). Siena Research Institute. მარტი 27, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — აპრილი 7, 2009. ციტირების თარიღი: მარტი 27, 2009. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ Liu, Irene Jay (March 13, 2009). „Siena poll shows Murphy-Tedisco race tightening“. Times Union. Albany, NY. p. A3. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 30, 2012. ციტირების თარიღი: October 26, 2010.
- ↑ „Siena New York 20th Congressional District Poll: Murphy Cuts Tedisco's Lead From 12 to 4 Points“ (PDF) (პრეს-რელიზი). Siena Research Institute. მარტი 12, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — მარტი 20, 2009. ციტირების თარიღი: მარტი 12, 2009.
- ↑ Liu, Irene Jay (February 26, 2009). „Siena poll: Tedisco leads Murphy 46-34“. Times Union. Albany, NY. ციტირების თარიღი: February 26, 2009.
- ↑ „Siena New York 20th Congressional District Poll: James Tedisco Has Early 46%-34% Lead Over Scott Murphy“ (PDF) (პრეს-რელიზი). Siena Research Institute. თებერვალი 26, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — მარტი 24, 2009. ციტირების თარიღი: თებერვალი 26, 2009. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ 83.0 83.1 Kraushaar, Josh (February 6, 2009). „Republican holds early lead for Gillibrand seat“. Politico. Arlington, VA: Allbritton Communications Company. ციტირების თარიღი: February 26, 2009.
- ↑ Bauman, Valerie (March 31, 2009). „Razor-thin NY House race goes to absentee count“. Associated Press.
- ↑ 85.0 85.1 Richburg, Keith B.; Paul Kane (April 1, 2009). „Absentee Ballots to Decide N.Y. House Race“. The Washington Post. Washington, DC: Washington Post Company. p. A04. ციტირების თარიღი: April 1, 2009.
- ↑ Liu, Irene Jay (April 1, 2009). „It's official: Murphy has 25 vote lead over Tedisco“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: April 1, 2009.
- ↑ 87.0 87.1 Unofficial Results for NY 20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 3, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Vielkind, Jimmy (April 3, 2009). „Tedisco Says He's Giving Up Leadership To Focus On Recount, 'Transition'“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (April 6, 2009). „Brian Kolb Is the New Tedisco“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: October 29, 2010.
- ↑ Lee-Adrian, Jenny (აპრილი 7, 2009). „Tedisco takes 97-vote lead“. Poughkeepsie Journal. Poughkeepsie, NY: Gannett Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 31, 2009.
- ↑ 91.0 91.1 Black, Eric (April 1, 2009). „Coleman Franken Redux in New York?“. MinnPost.com. Minneapolis, MN. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2009. ციტირების თარიღი: April 1, 2009.
- ↑ Halbfinger, David M. (April 1, 2009). „No Decision Soon in Upstate House Race“. New York Times. New York City, NY: New York Times Co. ციტირების თარიღი: April 1, 2009.
- ↑ Benjamin, Elizabeth (April 6, 2009). „Let the Counting Begin!“. Daily News. New York, NY: Mortimer Zuckerman. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 12, 2009. ციტირების თარიღი: April 7, 2009.
- ↑ Kraushaar, Josh (April 13, 2009). „The battle over the absentee ballots“. Politico. Arlington, VA: Allbritton Communications. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Kraushaar, Josh (April 14, 2009). „Tedisco challenges Gillibrand's absentee ballot“. Politico. Arlington, VA: Allbritton Communications. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ 96.0 96.1 Unofficial Combined Machine and Paper Results for NY 20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 23, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: April 23, 2009.
- ↑ Liu, Irene Jay; Hornbeck, Leigh (April 25, 2009). „Murphy Going to Congress“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation]. p. A1. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: October 28, 2010.
- ↑ Dlouhy, Jennifer A. (April 29, 2009). „Murphy sworn in surrounded by his 'very large family'“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: April 29, 2009.
- ↑ 99.0 99.1 99.2 Statement of Canvass: 20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 5, 2013. ციტირების თარიღი: May 15, 2009.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 6, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 7, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 8, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 9, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 10, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 13, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 14, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 15, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 16, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2013. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Unofficial Combined Machine and Paper Results for NY20th Congressional District (PDF). New York State Board of Elections (April 17, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2015. ციტირების თარიღი: November 28, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (December 22, 2010). „Riding the Republican wave“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: December 27, 2010.
- ↑ Halbfinger, David M. (March 31, 2009). „Upstate New York House Race Is Too Close to Call“. The New York Times. New York, NY: Arthur Ochs Sulzberger, Jr. ციტირების თარიღი: December 27, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (April 27, 2009). „Post-Game: From a Back-Row Seat, Tedisco Mans Up“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2011. ციტირების თარიღი: December 2, 2010.
- ↑ „Another GOP Defeat“. The Wall Street Journal. New York, NY: Les Hinton. April 28, 2009. p. A13. ციტირების თარიღი: December 2, 2010.
- ↑ Freedlander, David (May 22, 2009). „Why Scott Murphy Matters“. The Capitol. The Capitol and Manhattan Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2010. ციტირების თარიღი: December 2, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (აპრილი 30, 2009). „Schulte Stays With Murphy, Now Chief of Staff“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2011. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2010.
- ↑ Vielkind, Jimmy (მაისი 15, 2009). „Murphy Names McKeon Communications Director“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2011. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2010.
- ↑ Hornbeck, Leigh (May 5, 2009). „Murphy goes to the other side for district director“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. ციტირების თარიღი: December 2, 2010.
- ↑ Hornbeck, Leigh (June 1, 2009). „Murphy gets new digs in Hudson“. The New York Observer. New York, NY: Jared Kushner. ციტირების თარიღი: December 3, 2010.
- ↑ Bernstein, Andrew J. (May 2, 2009). „Murphy opens Saratoga Springs district office with forum“. The Saratogian. Saratoga Springs, NY: Journal Register Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2012. ციტირების თარიღი: December 3, 2010.
- ↑ „Gibson beats Murphy, Tonko wins“. Times Union. Albany, NY: Hearst Corporation. November 2, 2010. ციტირების თარიღი: December 2, 2010.