ნიჟნი-ტაგილის ქრისტეს აღდგომის ტაძარი

ნიჟნი-ტაგილის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1992-2008 წლებში.

ნიჟნი-ტაგილის ქრისტეს აღდგომის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის ქრისტეს აღდგომის ტაძარი — რუსეთი
ნიჟნი-ტაგილის ქრისტეს აღდგომის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°55′12″ ჩ. გ. 60°08′28″ ა. გ. / 57.92000° ჩ. გ. 60.14111° ა. გ. / 57.92000; 60.14111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რუსულ-ბიზანტიური
თარიღდება XX საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.

აღწერა რედაქტირება

ტაძარი განლაგებულია ვაგონკის კერძო სექტორის გარემოცვაში. ტაძარი საკმაოდ მასიურია, მაგრამ არაა ძალიან მაღალი, ამიტომ ძნელია შორიდან მისი დანახვა. ტაძარი შვიდგუმბათიანია, აქვს სამი შესასვლელი (ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის) და დასავლეთი შესასვლელის თავზე მცირე სამრეკლო. კედლები შელესილია, შეღებილია თეთრ ფერში, ყველა გუმბათი ხახვისებურია. ტაძრის მთავარი შესასვლელია ჩრდილოეთისა, დანარჩენები დაკეტილია არასაზეიმო დღეებში. ტაძრის ტერიტორია შემოღობილია ძველი მეტალის ღობით და აქვს მხოლოდ ერთი გასასვლელი.

ნათლობის ეკლესია რედაქტირება

ტაძრის ტერიტორიაზე, მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს მცირე ერთგუმბათიანი სანათლავი ეკლესია. პატარა ეკლესიაც ასევე თეთრი ფერისაა და ასევე ხახვისებური, მაგრამ ლურჯი გუმბათით. ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი მდებარეობს დასავლეთ მხარეს. ფანჯრები თაღოვანია.

ისტორია რედაქტირება

დიდი ქვის ეკლესიის მშენებლობა ქრისტეს აღდგომის სახელზე დაიწყო 1992 წელს ეკატერინბურგისა და ვერხოტურსკის მთავარეპისკოპოსის მელქისედეკის ინიციატივით. მშენებლობა ნელა მიმდინარეობდა, ძირითადად ფინანსების სიმცირის გამო, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე მიიყვანეს. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ სამხევრო ნაწილის ჯარისკაცები, როკმელტა სულიერი მოძღვარი იყო აღდგომის ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე იანოვიჩი. 2007 წელს ტაძარზე დაამონტაჟეს სამი გუმბათი, ხოლო 2008 წლის 4 აგვისტოს აღდგომის ტაძარი შეამკეს კიდევ ოთხი გუმბათით. აღდგომის ეკლესიამ სრული ფორმა და სიდიადე შეიძინა. გარე სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ხოლო 2008 წლისთვის შიდა სამუშაოებიც დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება