ნინო შვანგირაძე
ნინო შვანგირაძე (დ. 14 სექტემბერი, 1917, ქუთაისი — გ. 14 დეკემბერი, 1997, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი) — ქართველი პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1946-1948 წლებში იყო სათეატრო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. 1948-1951 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი და თეატრის ისტორიის კაბინეტის ხელმძღვანელი. 1951-1960 წლებში რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე. 1960-1977 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების სამეცნიერო-შემოქმედებითი განყოფილების ხელმძღვანელი და საზოგადოების პრეზიდიუმის უცვლელი წევრი. 1977 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1947 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ქართული თეატრის ისტორიის, ანტიკური თეატრის კურსს. მისი ინიციატივით დაიწყო აღმოსავლეთის ქვეყნების თეატრის ისტორიის კურსის სწავლება. კითხულობდა შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1983 წელს არჩეულ იქნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორად.
ნინო შვანგირაძე იყო საქართველოს უცხოეთთან კულტურულ ურთიერთობათა და მეგობრობის საზოგადოების გამგეობის წევრი და ამ საზოგადოების თეატრალური სექციის თავმჯდომარე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი მუდმივი კომიტეტის მდივანი, ჟურნალ „თეატრალური მოამბის“ კოლეგიის წევრი, მრავალი დათვალიერება-კონკურსების ჟიურის წევრი და სხვა. მისი გვარი შეტანილია „თეატრალურ ენციკლოპრდიაში“ და არის ამავე ენციკლოპედიის სამეცნიერო კონსულტანტი, აგრეთვე სტატიების ავტორი: რუსთაველის თეატრის, ვ. ტაბლიაშვილის, თ. წულუკიძის, ს. ჭელიძის, ჩხეიძის შესახებ. დიდი ღვაწლი მიუძღვის გამოჩენილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის შემოქმედების რეაბლიტაციის, შესწავლისა და პუბლიკაციის საქმეში.
თეატრალური ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი საჟურნალო და საგაზეთო სტატია. იბეჭდებოდა მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის ჟურნალ-გაზეთებში. მონაწილეობდა: რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში, თეატრალური საზოგადაოებების ყრილობებსა, თუ ლიტერატურისა და კულტურის დეკადებში. იგი ავტორია წიგნების: „თბილისის სანკულტურის თეატრი“, „რუსთაველის თეატრი“, „სანდრო ახმეტელი“, „თეატრალური ეტიუდები“, ა„კაკი ხორავა“, „სანდრო ახმეტელი“, „ირაკლი გამრეკელი“, „აკაკი ფაღავა“, „ნინო დავითაშვილი“, „თამარ ჭავჭავაძე“, „კარლო კუკულაძე“, „სანდრო ახმეტელი“, „სანდრო ახმეტელი“, „სანდრო ახმეტელი. დოკუმენტები და ნარკვევები“, „ლევან აბუაშვილი“, „ალექსანდრე წუწუნავა“ და სხვა. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში ერთ-ერთი უდიდესია ნინო შვანგირაძის არქივი, რომელიც 3204 ერთეულს შეიცავს. ამას გარდა, მისი ნაშრომის დედანი „ნინო დავითაშვილი“ დაცულია ნინო დავითაშვილის პირად არქივში. 1973-1989 წლებში იყო ახალგაზრდა შემოქმედთა რესპუბლიკური და საკავშირო დათვალიერებების ჟიურის მდივანი.
1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თამარ ჭავჭავაძე.“
ჯილდოები
რედაქტირება- 1986 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
- შემოქმედ-ახალგაზრდობის დათვალიერება-კონკურსის ნაყოფიერ ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული დამსახურებისთვის
- 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს უცხოეთთან კულტურულ ურთიერთობათა და მეგობრობის საზოგადოება, გამგეობის წევრი
ლიტერატურა
რედაქტირება- ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1992 - გვ. 105-106