ნინო სააკაშვილი
ნინო სააკაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, თანამდებობის პირი.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი. 1998 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი (ბალტიმორი, აშშ).
1990-1993 წლებში იყო საქართველოს მწვანეების პრესსამსახურის ხელმძღვანელი. 1992-1993 წლებში მწვანეთა წარმომადგენელი გერმანიაში, საქსონიის პარლამენტში. 1993-1997 წლებში ISAR-Georgia-ს სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, დირექტორი. 1997 წლიდან ფონდ „ჰორიზონტის“ დირექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 284