ნინო კირვალიძე (დ. 22 ნოემბერი, 1938, თბილისი, — გ. 24 იანვარი, 2023, იქვე) — ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (1972).

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს. 1958-1985 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე. მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: „სამაია“, „დავლური“, „ქართული“, „წყაროსთან“, „ხონგა“, „სიმდი“, „ხაბარდა“, „სადარბაზო“. გარდაიცვალა 2023 წლის 24 იანვარს, 84 წლის ასაკში.[1]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება