ნინო ვარდიაშვილი
ნინო მათეს ასული ვარდიაშვილი (დ. 12 მარტი, 1897, სოფელი ვაქირი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 ნოემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, ქიმიკოსი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1955).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (1927). 1915 წლიდან პედაგოგად მუშაობდა სოფელ კალაურის დაწყებით სკოლაში, 1916 წლიდან — სიღნაღის მარიამის პროგიმნაზიაში, 1917–1919 წლებში — ორკომპლექტიან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, 1920–1928 წლებში — თბილისის 21-ე შრომით სკოლაში, ხოლო 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე — თბილისის პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში (ახლანდელი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) ქიმიის მასწავლებლად. ვარდიაშვილი იყო ნოვატორი მასწავლებელი, შემოქმედებითად იყენებდა სწავლებისა და აღზრდის მეთოდებს, მხარში ედგა მოსწავლეთა ქართული სიმღერის გუნდს, რომელიც თბილისის ოლიმპიადის ლაურეატი გახდა (1953). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და ნ. კრუპსკაიას სახელობის პრემია (1967).
ლიტერატურა
რედაქტირება- სამადაშვილი ა., ვარდიაშვილი, ნინო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 170.