ნინო გოგუაძე (იურისტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ნინო გოგუაძე (IX მოწვევა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო გოგუაძე.

ნინო გოგუაძე (დ. 24 ივნისი, 1980, თბილისი)[1]ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ნინო გოგუაძე
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1980 (1980-06-24) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (2019-მდე)
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2006 წელს გაიარა ბერნის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კურსი; 2014-2015 წლებში სწავლობდა ემორის უნივერისტეტის სამართლის სკოლაში (აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2004-2005 წლებში საქართველოს პარლამენტი, იურისტი; 2005-2007 წლებში „კორძაძის საადვოკატო ბიურო“, ადვოკატი; 2003 წელს ჩააბარა საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები, 2006 წელს კი — ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდები; 2010 წელს ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) საპარლამენტო სწავლებათა ცენტრში გაიარა საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო პროცესების სასწავლო კურსი. იმავე წელს იყო ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მონაწილე (სტრასბურგი, საფრანგეთი) და საარჩევნო მოხელეთა პროგრამა — BRIDGE-ის ბუდაპეშტში (უნგრეთი) კურსდამთავრებული; 2012 წელს იყო კარტერის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრი ეგვიპტეში (ქ. კაირო); იმავდროულად, სხვადასხვა დროს იყო საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების წევრი უნგრეთში, ისრაელში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. 2014-2016 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაშლიჯვრის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 51,43% მიიღო (12 549 ხმა).[2] 2019 წელს ფრაქცია დატოვა და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ნინო გოგუაძე. declaration.gov.ge (30 ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. შედეგები 2016
  3. უმრავლესობა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც დატოვეს. რადიო თავისუფლება (15 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020.