ნინო ბოლქვაძე
ნინო ბოლქვაძე (დ. 26 აგვისტო, 1979, თბილისი) — ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი 2017-2019 წლებში.
ნინო ბოლქვაძე | |
ნინო ბოლქვაძე მიმართავს ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფორუმს აღმოსავლეთი პარტნიორობა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ | |
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2017 – 2019 | |
დაბადებული | 26 აგვისტო, 1979 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ამერიკანისტიკაში. ფლობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მაგისტრის ხარისხს ევროკავშირის საჯარო პოლიტიკაში.
2004 - 2009 წლებში უძღვებოდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა დარგში უმაღლესი კომისრის კონფლიქტების პრევენციისა და ინტეგრაციის პროგრამებს საქართველოში. მოგვიანებით, მუშაობა გააგრძელა ეუთოს ვენის სათაო ოფისში პროგრამების შეფასებისა და აუდიტის მიმართულებით.
2012 - 2015 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების კომპონენტს. 2015- 2017 წლებში იყო საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების საელჩოს ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში და მართავდა საელჩოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საგრანტო პროგრამებს.
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს პროფესიული და საკვალიფიკაციო კურსები ავსტრიის გრაცისა და სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტებში, სტრასბურგში ევროსაბჭოს უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის სეკრეტარიატში. არის ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიატი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.