ნინო ბაქაქური
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-3 ქართული გიმნაზია. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიატი. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი და მიენიჭა მას იურისტის კვალიფიკაცია. ნინო ბაქაქურმა 2006 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის (აშშ) კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2002-2003 წლებში გახლდათ საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის (ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში. ნინო ბაქაქური მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტად, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელად, პროექტის დირექტორად. 2009 წლიდან აქვს იურიდიული პრაქტიკის უფლება ნიუ–იორკის შტატში (ნიუ-იორკი, აშშ).
2004-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის წევრი. 2005-2008 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი.
2007 წელს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად. 2007-2010 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ასევე მოღვაწეობდა თავისუფალი უნივერსიტეტში, როგორც სამართლის სკოლის კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნინო ბაქაქური იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მათ შორის იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი. ასევე იგი, წლების განმავლობაში თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. რამდენიმე წლის განმავლობაში ნინო ბაქაქური იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული მრჩეველი.
2008-2014 წლებში იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი.
2011-2012 წლებში ნინო ბაქაქური გახლდათ ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში - სამართლისექსპერტი. 2014 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, ხოლო 29 ოქტომბრიდან-უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2015 წლის 7 მაისიდან 2017 წლის 8 მაისამდე საკვალიფიკაციო პალატის წევრი.
2017 წელს ბაქაქურს ასევე ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად, თუმცა კონკურსს მალევე გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში ბაქაქური მესამე იყო იმ სიაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტროში სამთავრობო კომისიის წარმომადგენლები უნდა გასაუბრებოდნენ. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე ბაქაქურმა უარი განაცხადა და კომისიას ელექტრონული ფოსტით თავად მისწერა ამის შესახებ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მშობლიურ ენასთან ერთად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიატი
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.246