ნინო ბაბლიძე

ქართველი ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეცნიერი

ნინო ბაბლიძე (დ. 1 ნოემბერი, 1942, ქარელი) — ქართველი ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ნინო ბაბლიძე
დაბ. თარიღი 1 ნოემბერი, 1942
დაბ. ადგილი ქარელი
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა მეცნიერი და ექიმი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1967)

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1967 წლიდან მუშაობს იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1967–1970 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. 1970–1973 წლებში იყო ექიმი ენდოკრინოლოგი. 1973 წლიდან ის იყო უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1975–1994 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა სამმართველოში წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჭოში სწავლულ მდივნად. 1975–1994 წლებში იყო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს რეპროდუქტოლოგიის სწავლული მდივანი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის და ეკუთვნის 4 მეთოდური რეკომენდაცია უშვილო ქორწინების პრობლემებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ.,. 2000, გვ. 26

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება