ნინო აბაშიძე
ნინო ზაქარიას ასული აბაშიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1910, სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი — გ. 1997) — ქართველი მწერალი.
ნინო აბაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1910 |
დაბადების ადგილი | ვეჯინი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | იანვარი, 1997[1] (86 წლის) |
დასაფლავებულია | საბურთალოს სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1934 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა — „ალაზნის პირას“ გამოაქვეყნა 1947 წელს. 1953 წელს გამოვიდა კრებული: „მოთხრობები“, 1963 წელს — „შეხვედრა თერგზე“, 1974 წელს კიდევ მოთხრობები და სხვა. მისი ბოლო ნაწარმოები „დრო და სასჯელი“, ეძღვნება კომუნისტური რეჟიმის პირობებში გადატანილ პირად უდიდეს ტკივილს. მასში ასახულია 20-იანი წლების საქართველოს ისტორია; ეს იყო დევნა ქართველი თავად-აზნაურობისა, მათი სრული განადგურების მიზნით. აღნიშნული ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ „კლდეკარში“ (1997,2(11)). ნინო აბაშიძე იყო პირდაპირი შთამომავალი კრწანისის ომის გმირის, იოანე კახთ-აბაშიძისა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, მას შექმნილი აქვს მოთხრობები ილია ჭავჭავაძეზე, დავით გურამიშვილსა და ლესია უკრაინკაზე.
1953 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ერთი დღე დროთა ბრუნვაში : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 131გვ.
- შეხვედრა თერგზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 170გვ.
- ალაზნის პირას : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადულლი, 1969. - 214გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1953. - 205გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 24.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — ნინო აბაშიძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა