ნიკოს ანასტასიადესი
ნიკოს ანასტასიადესი (ბერძ. Νίκος Αναστασιάδης; დ. 27 სექტემბერი, 1946) — ბერძენ-კვიპროსელი პოლიტიკოსი, მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის - დემოკრატიული გაერთიანება ლიდერი და კვიპროსის თანამედროვე პრეზიდენტი[1].
ნიკოს ანასტასიადესი Νίκος Αναστασιάδης | ||
![]() | ||
კვიპროსის პრეზიდენტი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 18 თებერვალი 2013 | |
წინამორბედი | დიმიტრის ქრისტოფიასი | |
პარტია დემოკრატიული გაერთიანების პრეზიდენტი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1997 8 ივნისი – 18 თებერვალი 2013 | ||
წინამორბედი | იანაკის მატსისი | |
დაბადებული | 27 სექტემბერი, 1946 პერა-პედი, კვიპროსი | |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული გაერთიანება | |
მეუღლე | ანდრი მუსტაკუდი | |
შვილები | ელზა ინო | |
განათლება | ათენის უნივერსიტეტი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი | |
რელიგია | კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია |
კვიპროსის 2011 წლის 22 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა გაერთიანებამ მოიპოვა 20 მანდატი, აჯობა ყველა პარტიას, თუმცა კვიპროსის 56 წევრიან პარლამენტში ვერ მოიპოვა უმრავლესობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალური კანდიდატი იყო[2][3]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48 %-ით.
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1946 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პერა-პედში, კვიპროსი. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასპირანტურა. სწავლის დროს საბერძნეთში, გეორგიოს პაპანდრეუს მიერ დაარსებული კოალიციის წევრი გახდა. არის იურიდიული ფირმის „ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორების“ დამფუძნებელი[4].
პოლიტიკური მოღვაწეობარედაქტირება
ანასტასიადესი პარლამენტში პირველად 1981 წელს მოხვდა, ხოლო 1977 წლის 8 ივნისს გახდა თავისი პარტის ლიდერი[5]. 2012 წლის მარტში, ნიკოს ანასტასიადესი საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული გაერთიანების ოფიციალური კანდიდატი გახდა. არჩევნების პირველ ტურში ანასტასიადესმა მიიღო ხმათა 45%, ხოლო მისმა კონკურენტებმა სტავროს მალასმა და გეორგიოს ლილიკასმა შესაბამისად 26,9% და 24,9% [6]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48%-ით[7].
პირადი ცხოვრებარედაქტირება
1971 წელს დაქორწინდა ანდრი მუსტაკუდიზე. ჰყავს ორი ქალიშვილი, ელზა და ინო და ოთხი შვილიშვილი ენდი, ნიკოლი, გეორგიოსი და ნიკო [8].
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ http://www.elections.gov.cy/English/Islandwide
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
- ↑ www.parliament.cy/parliamenteng/003_02.../anastasiadis.htm
- ↑ ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
- ↑ Nicos Anastasiades | Economist Conferences, CEMEA. Economistconferences.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-06. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
- ↑ Nicos Anastasiades winner of first round of elections in Cyprus. Nasdaq.com. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
- ↑ Cypriot Government
- ↑ Anastasiades Chr. Nicos. Parliament.cy (1946-09-27). ციტირების თარიღი: 2013-02-25.
ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე. |