ნიკორაციხე
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ნიკორაციხე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1001 მ. აგებულია ზედაიურული კირქვებით. გუმბათისებრი ფორმისაა. სამხრეთი კალთა უფრო ციცაბო აქვს, ვიდრე ჩრდილოეთი. სამხრეთ კალთაზე კარნიზის ფორმის გაშიშვლებული ადგილებია, მთის დანარჩენი ნაწილი შემოსილია ბალახოვანი მცენარეულობით. ნიკორაციხის ჩრდილოეთი კალთის ქვედა ნაწილში გაშენებულია აკაციის ხელოვნური ტყე.
ნიკორაციხე | |
---|---|
ნიკორაციხეს ხედი აღმოსავლეთიდან | |
კოორდინატები: 41°26′36″ ჩ. გ. 46°06′38″ ა. გ. / 41.44333° ჩ. გ. 46.11056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1001 მ |
ქედი | გომბორის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 435.