ნიკოლ-რეინ ლეპოტი
ნიკოლ-რეინ ლეპოტი, დაბ. ეტაბლე დე ლაბრიერი ( ფრანგ. Nicole-Reine Lepaute , დ.5 იანვარი 1723, პარიზი — გ. 6 დეკემბერი, 1788) — პირველი ფრანგი მათემატიკოსი და ასტრონომი ქალი.
ნიკოლ-რეინ ლეპოტი | |
---|---|
ფრანგ. Nicole-Reine Lepaute | |
დაბ. თარიღი | 5 იანვარი, 1723[1] [2] |
დაბ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1788[1] [2] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
მოქალაქეობა | საფრანგეთის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი და მათემატიკოსი |
განთქმული მოსწავლეები | Joseph Lepaute Dagelet |
მეუღლე | Jean-André Lepaute[2] |
ნათესავ(ებ)ი | Joseph Lepaute Dagelet[3] |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლ-რეინ ეტაბლე დე ლაბრიერი დაიბადა 1723 წლის 5 იანვარს ლუქსემბურგის სასახლეში, პარიზში, სადაც მისი მამა მსახურობდა ესპანეთის დედოფალის, ლუიზა-ელისაბედ ორლეანელის კარზე.
1748 წლის 27 აგვისტოს [4] იგი ცოლად გაჰყვა სამეფო საათების მწარმობელ (1753 წლიდან) ჟან-ანდრე ლეპოტს. როდესაც მუშაობაში მეუღლეს ეხმარებოდა, მადამ ლეპოტმა გაიცნო ჟოზეფ ლალანდი რომელიც მიწვეული იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, რათა შეეფასებინა ჟან-ანდრე ლეპოტის მიერ შემუშავებული ახალი ტიპის საათის გამოყენების შესაძლებლობები ასტრონომიაში. ჟან-ანდრე მალე დაინტერესდა ასტრონომიული საათის შექმნის იდეით და 1755 წელს გამოსცა „ტრაქტატი საათის დამზადების შესახებ...“ ( ფრანგ. «Traité d’Horlogerie…» [5] ). ეს ტრაქტატი შეიცავდა ნიკოლ-რეინის პირველ მათემატიკურ ნაშრომს — ქანქარის რხევების ცხრილებს.
1757 წლის ივნისში ჯ. ლალანდმა გადაწყვიტა გამოეთვალა ჰალეის კომეტის დაბრუნების ზუსტი თარიღი, იუპიტერისა და სატურნის გრავიტაციული გავლენის გათვალისწინებით კომეტის ორბიტაზე . მან დახმარებისთვის მიმართა ალექს კლოდ კლეროს, რომლის გეგმა მოიცავდა უზარმაზარი გამოთვლითი სამუშაოს წარმოებას. დასახმარებლად მიიწვიეს ნიკოლ-რეინიც. 1758 წლის 14 ნოემბერს კლერომ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას აცნობა, რომ კომეტას პერიჰელიონისთვის უნდა მიეღწია 1759 წლის 13 აპრილისთვის (ფაქტობრივად, ეს მოხდა 1759 წლის 13 მარტს, გაანგარიშების შეცდომა იყო მხოლოდ 31 დღე) . 1760 წელს კლერომ აღწერა მოძრაობის ტრაექტორიის გამოთვლები თავის ნაშრომში "კომეტების თეორია" ( ფრანგ. «Théorie des comètes» ), თუმცა თანამშრომლების სიაში არ მოიხსენია ნიკოლ-რეინი. ამ ფაქტის შემდეგ გაწყდა ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა კლეროსა და ლალანდეს შორის. ისინი აღარ მონაწილეობდნენ ასტრონომიულ პროექტებში ერთად. მოგვიანებით, 1803 წელს, ლალანდმა საკუთარ ნაშრომში "ასტრონომიული ბიბლიოგრაფია" მადლიერება გამოხატა ნიკოლ-რეინის მიმართ გამოთვლებში მონაწილეობისთვის ( ფრანგ. «Bibliographie Astronomique» ).[6]
1760-1776 წლებში ნიკოლ-რეინ ლეპოტმა მონაწილეობა მიიღო ასტრონომიული ალმანახის "Connaissance des temps" ცხრილების გამოთვლაში, რომლის რედაქტირება ეკუთვნის ჯ.ლალანდს. 1761 წელს იგი გახდა ბეზიეს აკადემიის წევრი, ხოლო მომდევნო 1762 წელს მან გამოთვალა და შეადგინა 1764 წლის 1 აპრილს პარიზში დაფიქსირებული მზის რგოლისებრი დაბნელების დეტალური რუკა. [7]. მოგვიანებით, ნიკოლ-რეინმა მონაწილეობა მიიღო VII (1775-1784) და VIII (1785-1792) ტომების გამოცემაში "ციური სხეულების ეფემერიდები" ( ფრანგ. «Ephémérides des mouvements célestes» ).
სიცოცხლის ბოლო წლები მან გაატარა სენ-კლუდში, ზრუნავდა მეუღლეზე, რომელმაც 1774 წელს მიატოვა საათის წარმოება და ნერვული აშლილობით იტანჯებოდა. ნიკოლ-რეინ ლეპოტი გარდაიცვალა ქმრის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1788 წლის 6 დეკემბერს, 66 წლის ასაკში.[8]
ნიკოლ-რეინ ლეპოტის საპატივსაცემოდ მისი სახელი უწოდეს მთვარის კრატერს და ასტეროიდს (4559 PL). გარდა ამისა, პარიზსა და დიჟონში არის მეცნიერის სახელობის ქუჩები.
Საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ფრანგმა ნატურალისტმა ფილიბერ კომერსონმა ნიკოლ-რეინ ლეპოტის საპატივსაცემოდ იაპონიიდან ჩამოტანილ ახალ ყვავილს დაარქვა "პოტია" (Peautia, იმის გათვალისწინებით, რომ გვარში საწყისი "Le" არტიკლს წარმოადგენს). თუმცა, მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ეს სახელი უკვე ერქვა მცენარეს მადაგასკარიდან. შემორჩენილია მეცნიერის ჩანაწერი ბოტანიკურ ილუსტრაციაზე: Peautia Coelestina nobis primum dicta, sed Hortensia melius diceretur ( „თავიდან ჩვენ ვუწოდეთ Peautia Coelestina, მაგრამ უმჯობესია დავარქვათ Hortensia“ ). ამრიგად, ყვავილმა მიიღო სახელი "ჰორტენზია". ამასთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ მადამ ლეპოს ოჯახში ჰორტენზი ერქვა. [9]
- ნიკოლ-რეი ლეპოტს საკუთარი შვილები არ ჰყავდა. იგი ზრდიდა ქმრის ორ ძმისშვილს, რომლებიც იყვნენ ტონ-ლა-ლონგიდან ( მეუზა ) — ლეპოტების დინასტიის ყველა ცნობილი საათის მწარმოებლის სამშობლოდან. ერთ-ერთი მათგანი, ჟოზეფ ლეპოტი შემდგომში მუშაობდა ოთხი ერის კოლეჯის ობსერვატორიაში. იგი იყო ჯერომ ლალანდის სტუდენტი. ჟოზეფმა მონაწილეობა მიიღო კერგულენის მე-2 ექსპედიციაში (1773), რის შემდეგაც აირჩიეს საფრანგეთის სამხედრო სკოლის მათემატიკის პროფესორად (1777 წ.). 1785 წელს აირჩიეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში . იმავე წელს ჟოზეფი შეუერთდა ჟან-ფრანსუა ლა პერუზის მსოფლიო მოგზაურობაში, რომლის დროსაც იგი დაიღუპა მთელ ექსპედიციასთან ერთად კუნძულ ვანიკორზე.
ლიტერატურა/სტატიები
რედაქტირება- Alic M. Hypatia’s Heritage : A history of women in science from antiquity to the late nineteenth century. — London: The Women’s Press, 1986.
- Boistel G. Nicole-Reine Lepaute et l’Hortensia, Les Cahiers Clairaut 108 (2004), 13.
- Mascart J. Madame Lepaute, Saggi di Astronomia Popolare (Turin) II (7) (1912), 118—124; 133—136.
- Ogilvie M. and Harvey J. (eds.) Nicole-Reine Lepaute, Biographical Dictionary of Women in Science. — New York: Routledge, 2000. — p. 772—773.
- Rizzo P. V. Early daughters of Urania // Sky & Telescope 14 (1954), 7-10.
- Connor E. Mme. LePaute, An Eighteenth Century Computer, Astronomical Society of the Pacific Leaflets, Vol. 4, p. 314 (1944)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ https://astrosabadell.org/pdf/es/bio/dones/Lepaute_NicoleReine_es.pdf
- ↑ de Laland J. J. Bibliographie astronomique, 1803, c. 676
- ↑ Lepaute J. A. Traité d’Horlogerie contenant tout ce qui est nécessaire pour bien connoître et pour régler les pendules et les montres. Paris, 1755
- ↑ Boiset Guy (2004). Nikole Reine Lepaute et"I Hortenzia" (PDF). Cahiers Clairaut (in French) (108).
- ↑ Опубликовано в журнале иезуитов «Mémoires de Trévoux» в июне 1762 года.
- ↑ "Death certificate". Archives de Paris. 6 December 1788. Retrieved 12 November 2022.
- ↑ Nicole-Reine Lepaute et l’Hortensia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-27. ციტირების თარიღი: 2010-07-14.